USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
ამირან გამყრელიძე - დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ დავამუხრუჭოთ ინფექციის გავრცელება და რაც შეიძლება მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას
дата:  693

დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ ერთის მხრივ წინ აღვუდგეთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას და უფრო მაღალ მაჩვენებელზე ასვლას, დავამუხრუჭოთ ინფექციის გავრცელება და მეორეს მხრივ, რაც შეიძლება მინიმალური ზიანი უნდა მივაყენოთ ეკონომიკას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა შევიდა პიკში და ძალიან რთულია ორ კვირაში ან სამ კვირაში ინფიცირებულთა რიცხვის რადიკალური ქვესვლა.

„ჩვენ პიკში შევედით, ეს პიკი და აღმასვლა გაგრძელდება, თუ ჩვენ არ მივიღეთ გარკვეული გამკაცრებული ზომები, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ არამარტო გამკაცრებული მექანიზმები, არამედ ტესტირების მეტი ხელმისაწვდომობა, უფრო მეტი მზად ყოფნა პირველადი ჯანდაცვის სექტორში და მაქსიმალურად ინფიცირებულთა დაახლოებით 85%-ის მართვა პირველადი ჯანდაცვის სექტორის ანუ ოჯახის ექიმების მიერ, ხოლო ვისაც სჭირდება სტაციონალური დახმარება მათი დახმარება ჰოსპიტალურ სექტორში. ასეთია ზოგადი მიდგომა, რა თქმა უნდა, ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ - მივყვებით ამ მიმართულებებს. ჩვენ პიკში შევედით და ამიტომაც უნდა გამკაცრდეს ღონისძიებები და ვფიქრობ, რომ ხვალ უნდა გამოცხადდეს ამის შესახებ”, - განაცხადა გამყრელიძემ.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати