USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Тбилиси
ამირან გამყრელიძე - დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებაზე
дата:  566

ღმერთმა არ ქნას, ამ ტიპის სიტუაცია იყოს სექტემბრისთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს დაბლა ჩამოვიდა, მაშინ სწავლის განახლების საკითხი დადგება.

„ღმერთმა არ ქნას, ამ ტიპის სიტუაცია იყოს სექტემბრისთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. აცრების ინტენსიფიკაციამ სერიოზულად უნდა შეამციროს ახალი შემთხვევების მაჩვენებელი. თუ ჩამოვიდა დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს დაბლა, მაშინ დადგება საკითხი სწავლის განახლების შესახებ”, - განაცხადა გამყრელიძემ.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати