USD 2.7068
EUR 3.1532
RUB 3.3525
Tbilisi
ამირან გამყრელიძე - დაავადებათა კონტროლის ცენტრი წარმოადგენს მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს
Date:  712

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ინფიცირების შემთხვევების ზრდის ტემპი გაგრძელდება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს წარმოადგენს.

მისი თქმით, დღევანდელი პარამეტრები უკვე საკმარისი საფუძველია რეგულაციების გამკაცრებისთვის. 

"თუკი ინფიცირების შემთხვევების ზრდის ტემპი გაგრძელდება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი წარმოადგენს მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს. განსაკუთრებული სიმკაცრე იქნება ყველანაირ თავშეყრის ადგილებზე.

ასევე, ჩვენ საბჭოზე შევედით ინიციატივით, რომ ყველანაირ შეკრებაზე, ადამიანები მხოლოდ ორჯერადად აცრის შემთხვევაში იყვნენ დაშვებულები. თუ ყველაფერი ეს არ იქნა აღსრულებული, მაშინ იქნება წინადადებები ქვეყანაში სეროზული შეზღუდვების შემოღებაზე.

დღეს უკვე, ყველა პარამეტრი იმის საფუძველია, რომ მაქსიმალურად გამკაცრდეს ღონისძიებები. რთული პერიოდია და გარკვეულად ისევ მოწოდება გვექნება მოსახლეობისადმი, რომ დაწესებული შეზღუდვები დავიცვათ,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way