USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ამირან გამყრელიძე - „ბუსტერიზაცია“ სერიოზულად იცავს
дата:  443

მესამე დოზასა და მეორე „ბუსტერზე“ იმატებს რეგისტრაცია, განსაკუთრებით 50 წელს ზემოთ მოსახლეობა აქტიურობს, თუმცა დღეში 600 აცრა ზღვაში წვეთია, ჩვენ გაცილებით მეტი გვჭირდება, „ბუსტერიზაცია“ სერიოზულად იცავს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ვაქცინაციის სტატისტიკაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, იმუნიზაციის ყოველდღიურმა მაჩვენებელმა „ოდნავ მოიმატა“.

„აცრის რაოდენობის ოდნავი მატება გვქონდა, თუ დღეში საშუალოდ 300-400 აცრა იყო, ახლა 600-მდე გვქონდა. განსაკუთრებით მესამე დოზასა და მეორე „ბუსტერზე“ იმატებს რეგისტრაცია, განსაკუთრებით 50 წელს ზემოთ მოსახლეობა აქტიურობს, უფრო მიდიან. დღეში 600 აცრა ზღვაში წვეთია, ჩვენ გაცილებით მეტი გვჭირდება. მოზრდილი მოსახლეობის „ბუსტერით“ მოცვის მაჩვენებელი 10%-მდე გვაქვს, ჩვენ გვინდა რომ 30-40% და მეტი იყოს, რათა მშვიდად შევხვდეთ შემოდგომას. საჭიროა მოწოდება იმუნიზაციაზე. ვინც არ არის აცრილი, განსაკუთრებით 50 წელს ზემოთ მოსახლეობამ გაიკეთოს პირველი და მეორე დოზა, შემდეგ "ბუსტერი". კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ „ბუსტერიზაცია“ სერიოზულად იცავს“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

გარდა ამისა, ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, თუ ვინ შეუძლია აიცრას „მეორე ბუსტერ“ დოზით. როგორც ის აღნიშნავს, 18 წელს ზემოთ ადამიანები მაშინ იცრებიან, თუ მათ შესაბამისი სამედიცინო ჩვენება აქვთ. 18 წელს ზემოთ მოქალაქეების თავისუფალ აცრაზე კი მსჯელობა კვლავ მიმდინარეობს.

„50 წელს ზემოთ, სურვილის მიხედვით თითოეულ მოქალაქეს შეუძლია აცრა. რაც შეეხება 18 წელს ზემოთ მოზრდილ მოსახლეობას, იქ დადგენილია, რომ თუ მათ აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადება, რისკ ჯგუფებში თუ შედიან და აქვთ დაავადებები, რომელიც იწვევს იმუნური სისტემის კომპრომეტაციას, მაშინ შესაბამისი ცნობის საფუძველზე იცრებიან. ასევე იცრებიან იმ შემთხვევაში, თუ ისეთ ქვეყანაში მიდიან, სადაც ითხოვენ, რომ გარკვეული დროის შუალედით აცრა ჰქონდეს პირს გაკეთებული. რაც შეეხება თავისუფალ აცრას, გიდასტურებთ, რომ ამის განხილვა იყო. ჯერ კიდევ მიმდინარეობს დამატებითი მასალების მოძიება, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების მიმოხილვა, შემდგომ იმუნიზაციის საბჭო განიხილავს თავისუფალი აცრის საკითხს. 18 წელს ზემოთ ადამიანები დღესაც იცრებიან, თუ მათ აქვთ შესაბამისი სამედიცინო ჩვენება“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати