USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
Tbilisi
ამირან გამყრელიძე - არაფერი დაკარგულა, მშვენივრად არის დათვლილი
Date:  920

ყველაფერი მშვენივრად არის დათვლილი, არაფერი დაკარგულა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვაქცინებზე საუბრისას განაცხადა.

„ხალხმა ჯავშნები აიღო, რადგან ჩვენ 22 ივნისს ველოდებით 43 000 დოზა „ასტრაზენკას“ ვაქცინის შემოსვლას. ყველაფერი მშვენივრად არის დათვლილი. როცა მუსირებს აზრი, რომ დაიკარგა ვაქცინები, ეძებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კუნჭულებში, საწყობში, არაფერი დაკარგულა. დანაკარგი არის სხვა რამე.

გიდასტურებთ, „ასტრაზენეკაზე“ გვაქვს ყველაზე მეტი, სამპროცენტიანი დანაკარგი, რადგან „ასტრაზენეკა“ გამოდის 10-დოზიან ფლაკონში. ვთქვათ, აცრისთვის ჩაწერილია ხუთი, ხუთი საათის შემდეგ ვაქცინის ადმინისტრირება არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, დანაკარგი ხდება. ჩვენი იმუნიზაციის პროგრამით, მასობრივი იმუნიზაციის პროცესში ვაქცინების დანაკარგი დაშვებულია 15 პროცენტამდე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way