USD 2.6487
EUR 3.0351
RUB 3.5959
Tbilisi
ამირან გამყრელიძე - აღარ გვაქვს გარანტია, რომ ინფექცია მეორედ არ შეგვხვდება, რეინფიცირების მაჩვენებლი იზრდება
Date:  1068

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკიდურესად უნდა გამკაცრდეს იმ შეზღუდვების აღსრულება, რაც დაწესებულია.

„ჩვენი რეკომენდაცია და საკოორდინაციო საბჭოს გადწყვეტილება არის რომ, ამ ეტაპზე, უკიდურესად უნდა გამკაცრდეს იმ შეზღუდვების აღსრულება, რაც დაწესებულია. ეს არის ორი მთვარი შეზღუდვა - ე.წ. კარანტინი და დიდი თავშეყრების პრევენცია. ამაზე მაქსიმალური ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული, ასევე მნიშვნელოვანია პირბადის მაქსიმალური ტარება. თუ ჩვენ ინფიცირებულების რაღაც ზღვრამდე ავალთ, შემდეგ უკვე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს. დღეს პირბადის ტარების მაჩვენებლი არის 50%-ზე. სამწუხაროდ, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში რეინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. თუ ჩვენ გადავიტანდით ინფექციას და გარანტირებული ვიყავით, რომ ინფექცია მეორედ არ შეგვხვდებოდა, სამწუხაროდ, ახლა არ არის ასე. იმის გამო, რომ არის მუტაციები და ბევრი სხვადასხვა შტამი ცირკულირებს, რეინფიცირების მაჩვენებლი იზრდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way