USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
ამირან ჩხიკვაძე - დღეში 2 თონის პური უფასოდ
თარიღი:  2092

კორონავირუსმა ბევრი რამე სხვა თვალით დაგვანახა და ბევრი ჩვენი თანამოქალაქეც სულ სხვა კუთხით გავიცანით.

ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ან სულაც სახელმწიფოს ეხმარებიან.

ვისაც როგორ შეუძლია, ისე ცდილობს, პანდემიის გამო შექმნილი პრობლემები შეუმსუბუქოს ირგვლივ მყოფთ.

ამის ნათელი მაგალითია თბილისის ერთ-ერთი თონის მეპატრონე, რომელმაც თბილისი ერთ-ერთი კორპუსის კედელზე  თაბახის ფურცელზე დაწერილი განცხადება გამოაკრა:

“პანდემიასთან დაკავშირებით, ერთი კვირის განმავლობაში, თონის მფლობელი ამირან ჩხიკვაძე, 2 პურს დღეში ოჯახზე გასცემს უფასოდ. 33-ე კორპუსის მაცხოვრებლებისთვის” 

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის