კორონავირუსმა ბევრი რამე სხვა თვალით დაგვანახა და ბევრი ჩვენი თანამოქალაქეც სულ სხვა კუთხით გავიცანით.
ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ან სულაც სახელმწიფოს ეხმარებიან.
ვისაც როგორ შეუძლია, ისე ცდილობს, პანდემიის გამო შექმნილი პრობლემები შეუმსუბუქოს ირგვლივ მყოფთ.
ამის ნათელი მაგალითია თბილისის ერთ-ერთი თონის მეპატრონე, რომელმაც თბილისი ერთ-ერთი კორპუსის კედელზე თაბახის ფურცელზე დაწერილი განცხადება გამოაკრა:
“პანდემიასთან დაკავშირებით, ერთი კვირის განმავლობაში, თონის მფლობელი ამირან ჩხიკვაძე, 2 პურს დღეში ოჯახზე გასცემს უფასოდ. 33-ე კორპუსის მაცხოვრებლებისთვის”
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.