USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
ამერიკულმა სამხედრო გემმა რუსებს 23 თებერვალი მიულოცა
თარიღი:  1539

გუშინ, 23 თებერვალს როდესაც რუსეთი სამშობლოს დამცველის დღეს ზეიმობდა,ამერიკული სამხედრო კრეისერი Ross-ი შავ ზღვაში შევიდა, იუწყება რია ნოვოსტი.

2020 წელს, ეს ამ გემის პირველი ვიზიტია შავი ზღვის აკვატორიაში.

რუსეთის თავდაცვის მართვის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ამერიკული კრეისერის მოქმედებებს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდები აკვირდებიან.

შეგახსენებთ, რომ გამანადგურებელმა Ross ოდესის პორტში გასული წლის დეკემბერში იყო შესული. 2020 წლის განმავლობაში ნატოს ხომალდებმა უკვე 13 ასეთი შესვლა მოახდინეს მოახდინეს შავი ზღვაში.

შეგახსენებთ, რომ 1936 წლის Montreux- ის კონვენციის თანახმად, არაშავიზღვისპირა სახელმწიფოების ხომალდები შავ ზღვაში შეიძლება დარჩნენ არა უმეტეს 21 დღის განმავლობაში.

გემი USS Ross DDG 71, რომელიც ნორფოლკის საზღვაო ბაზაზეა მიწერილი, წყალში ჩაეშვა 1996 წელს. კრეისერი154 მეტრი სიგრძისა და 20 მეტრის სიგანეა. გემი აღჭურვილია სხვადასხვა იარაღით.

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის