USD 2.7062
EUR 3.1173
RUB 3.4250
Tbilisi
ამერიკული ავიამზიდი ვენესუელას მიუახლოვდა
Date:  

ამერიკული ავიამზიდი კარიბის ზღვაში ვენესუელას მიუახლოვდა. პენტაგონში განაცხადეს, რომ უკვე განახორციელეს დარტყმა ხომალდზე, რომელსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა. შედეგად ბორტზე მყოფი 3 ადამიანი დაიღუპა.

შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ვენესუელის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობას განიხილავს. პარალელურად, ვაშინგტონი ვენესუელური კარტელის „ლოს სოლეს“, უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებასაც გეგმავს.

ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებით გამწვავებული ურთიერთობის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსთან დიალოგს არ გამორიცხავს.

World
აშშ-უკრაინის ერთობლივი განცხადება - ჟენევაში გამართული შეხვედრის შედეგად, მხარეებმა შეიმუშავეს განახლებული და დახვეწილი სამშვიდობო ჩარჩო

აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებმა აშშ-ის სამშვიდობო წინადადების განსახილველად ჟენევაში შეხვედრა გამართეს. მოლაპარაკებები კონსტრუქციული, ფოკუსირებული და პატივისცემის გამომხატველი იყო და ხაზი გაუსვა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისადმი საერთო ერთგულებას, - ამის შესახებ აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ გაავრცელეს.

განცხადების თანახმად, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ კონსულტაციები უაღრესად პროდუქტიული იყო.

„დისკუსიებმა აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი პოზიციების შეჯერებისა და შემდეგი ნაბიჯების მკაფიო განსაზღვრის მიმართულებით. კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნებისმიერი მომავალი შეთანხმება სრულად უნდა იცავდეს უკრაინის სუვერენიტეტს და უზრუნველყოფდეს მდგრად და სამართლიან მშვიდობას. დისკუსიების შედეგად, მხარეებმა შეიმუშავეს განახლებული და დახვეწილი სამშვიდობო ჩარჩო“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მასში ხაზგასმულია, რომ უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში გააგრძელებენ ინტენსიურ მუშაობას ერთობლივ წინადადებებზე.

„ისინი ასევე მჭიდრო კონტაქტში დარჩებიან ევროპელ პარტნიორებთან პროცესის წინსვლასთან ერთად. ამ ჩარჩოს ფარგლებში საბოლოო გადაწყვეტილებებს უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები მიიღებენ. ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, გააგრძელონ ერთად მუშაობა მშვიდობის მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას, სტაბილურობას და რეკონსტრუქციას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
By the way