USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
ამერიკის უნივერსიტეტებში პალესტინის მხარდამჭერი აქციები გრძელდება
თარიღი:  435

ამერიკის უნივერსიტეტებში პალესტინის მხარდამჭერი აქციები გრძელდება. დაძაბულობამ მას შემდეგ იმატა, რაც გასულ კვირას სტუდენტებმა კამპუსებში კარვები გაშალეს და უნივერსიტეტების ხელმძღვანელობას მოუწოდეს, დისტანცირდნენ ყველა იმ კომპანიისგან, რომლებიც ღაზაში ისრაელის სამხედრო მოქმედებებს უჭერენ მხარს, ან ისრაელის სამხედრო კამპანიიდან მოგებას იღებენ.

აქციები გაიმართა იელის, კოლუმბიის, ჰარვარდის, მასაჩუსეტსის, სამხრეთ კალიფორნიისა და სხვა ცნობილ უნივერსიტეტებში. პოლიციამ სტუდენტები ძალის გამოყენებით დაშალა და ასობით აქტივისტი დააკავა.

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის