,,თავისუფალი გადაადგილების სოციალური სერვისი - საჭიროების მქონე პირთა ინდივიდუალური მობილურობა“ - ეს არის ზუგდიდის მერიის ექსკლუზიური პროექტი, რომლის ფარგლებშიც, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპულმა სარდლობამ ქალაქს სპეციალიზებული მიკროავტობუსები გადასცა.
ზუგდიდი პირველი ქალაქია ქვეყნის მასშტაბით, სადაც პროექტი ხორციელდება. მუნიციპალიტეტი ზუგდიდში კიდევ არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობს.
ირანმა ჰორმუზის სრუტეში ისრაელთან დაკავშირებულ გემს დაარტყა, - განცხადებას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ავრცელებს.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, თავდასხმა დრონის გამოყენებით განახორციელეს, რის შემდეგაც გემზე ხანძარი გაჩნდა.
„დრონით დარტყმა ჰორმუზის სრუტეში სიონისტურ რეჟიმთან დაკავშირებულ გემზე განხორციელდა. გემს, MSC Ishyka-ს ცეცხლი გაუჩნდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ირანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ისრაელს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.