USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Тбилиси
ამერიკის შეერთებული შტატები ახალ სანქციებს აანონებს
дата:  900

ამერიკის შეერთებული შტატები ახალ სანქციებს აანონებს“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერმა, მეთიუ მილერმა ტრადციულ ბრიფინგზე თქვა.

ორმხირივი ურთიერთობების გადახედვის ფარგლებში, რომელიც სახელმწიფო მდივანმა გამოაცხადა, ჩვენ დავაწესეთ სავიზო შეზღუდვა საქართთველოს ათეულობით მოქალაქეებისთვის და მათ ოჯახის წვრებისთვის, მათ შორის არიან პარტია “ქართული ოცნების“, პარლამენტის წევრები, სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლები და კერძო პირები. ასევე ჩვენ შევაჩერეთ 95 მილიონი დოლარის დახმარება, ეს გადახედვა გრძელდებაა და არ გამოვრიცხავ, დამატებით მოქმედებებს“, - განაცხადა მილერმა.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати