USD 2.6946
EUR 3.1734
RUB 3.5344
Tbilisi
ამერიკის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ კორონავირუსი ხელოვნურად შეიქმნა
Date:  924

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო აცხადებს, რომ ვაშინგტონში საკმარისი მტკიცებულებები გააჩნიათ იმ ფაქტის შესახებ, რომ ახალი კორონა ვირუსი ჩინეთის ქალაქ უჰანის ლაბორატორიიდან გავრცელდა. ვირუსის ხელოვნური წარმოშობის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. 

"ბევრი მტკიცებულება არსებობს, რომ ვირუსის გავრცელება დაიწყო უჰანის ლაბორატორიიდან. მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ვირუსი ხელოვნურად, ადამიანის მიერაა შექმნილი და მე არ მაქვს მიზეზი ამ მომენტისათვის, არ დავუჯერო მათ"- განაცხადა პომპეომ.

თუმცაღა, მოგვიანებით მან დასძინა, რომ ასევე მოსმენილი აქვს მეცნიერების განცხადებები, რომლებმაც დნმ-ის დონეზე შეისწავლეს ვირუსის წარმომავლობა და covid-19-ს ბუნებრივ ვირუსად მიიჩნევენ და მათ კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ ეპარება. ჟურნალისტის კითხვაზე- ვირუსი მიზანმიმართულად გაავრცელეს თუ რაიმე დაუგეგმავი ინცინდენტის შედეგად გავრცელდა, პომპეომ პასუხისაგან თავი შეიკავა. 

"ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა, რომ მსოფლიოს დროულად არ გაეგო ამ ვირუსის შესახებ"- განაცხადა პომპეომ. 

აპრილში აშშ-მა დაიწყო ვირუსის წარმომავლობის გასარკვევად ფართომასშტაბიანი გამოძიება. გამოძიებას ასევე უნდა დაედგინა, რატომ ვერ შეაჩერა ჩინეთმა ვირუსის სხვა ქვეყნებში გავრცელება. ამერიკული დაზვერვის დასკვნის მიხედვით, ვირუსი ბუნებრივი წარმომავლობისაა. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ თემაზე მხოლოდ ის განაცხადა, რომ არ უნდა შექმნის სიტუაციაზე კომენტარის გაკეთება და მის ხელთ არსებულ ინფორმაციას ვერ გაამჟღავნებს.

 

წყარო: lenta.ru 

 

 

World
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way