USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
"ამერიკის ქალღმერთი – თავისუფლების ქანდაკება, გაშავდება“- ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება
дата:  706

ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე მისი მორიგი წინასწარმეტყველება ვრცელდება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება:

"მეგობრებო,

გერმანული გავლენიანი გამოცემა „შპიგელი“ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

 როგორც ის წერს, ამერიკელი დემოკრატები აქტიურად ლაპარაკობენ, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „გრანდიოზულ ჟესტს“ გააკეთებს: არჩევნებიდან საკუთარ კანდიდატურას მოხსნის და მის ნაცვლად არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე, მიშელ ობამა მიიღებს მონაწილეობას.

ამაზე, თურმე, ვაშინგტონში ძალიან სერიოზულად მსჯელობენ. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ დემოკრატიულმა პარტიამ მიშელ ობამას სახელი სოციოლოგიურ კვლევებში, ანუ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში შეიტანა.

 

ახლა კი აქვე შეგახსენებთ, რატომ გავამახვილეთ ამ ფაქტზე ყურადღება: ნახეთ, რა აქვს აშშ-ის ქალ-პრეზიდენტზე ნაწინასწარმეტყველები ქალბატონ ლელა კაკულიას.

  

წაიკითხეთ, დაიმახსოვრეთ და მერე ერთად მივადევნოთ თვალი მოვლნებს. გამორიცხული არ არის, რომ ეს ჩანაწერები სწორედ მიშელ ობამას ეხებოდეს - ყოველ შემთხვევაში, ის ყველა ნაწინასწარმეტყველებ პირობას აკმაყოფილებს.

  

2007 წელი, 17 თებერვალი

მომავალში ამერიკელი ქალი-პრეზიდენტი ძალიან ფიცხია და კაპასი. სანდომიანი, სიკეთით სავსე იერი აქვს, მაგრამ შინაგანად, მტრის კარს!

 შეუპოვარია, შეცდომებს არავის პატიობს და უკან არ იხევს. ვხედავ, იგი მუსლიმების რისხვაა მომავალში. რაც ბუშმა დაიწყო, ქალი-პრეზიდენტი ძალიან ელეგანტურად და მომხიბვლელად, მაგრამ სასტიკად დაამთავრებს მუსლიმებთან დიდ პოლიტიკურ თამაშს. ასეთი რამ დემოკრატებს არ ახსოვთ.

ქალი-პრეზიდენტი ყოველთვის გამოძვრება ურთულესი მდგომარეობიდან, ოსტატურად მოიხმარს ქალურ ვითომდა სისუსტეებს.

საოცარია, რასაც ვხედავ. ამერიკა კრიზისიდან ძვრება ქალის ჭკუის მეშვეობით. სანამ აღმოსავლეთი აზრზე მოვა, ანუ მუსლიმები, ყველაფერი დამთავრდება ქალი-პრეზიდენტის გამარჯვებით. იგი ისე დაარტყამს ირანს, რომ მათ ბუში მოენატრებათ.

ქალ-პრეზიდენტს ოჯახის წევრი გარდაეცვლება და ეს მას ძალიან მოტეხს. ჩამოწვება დიდი სიჩუმე, მაგრამ იგი სწრაფად წამოდგება ფეხზე და იქნება ძალიან დაუნდობელი.

ამერიკის ქალღმერთი – თავისუფლების ქანდაკება, გაშავდება… რატომ?…

2008 წელი, 20 იანვარი

ამერიკაში არჩევნებში ქალი იმარჯვებს. ამერიკელებს ქალი-პრეზიდენტი არ მოსწონთ, „იმიტომ, რომ ქალია“. ასე ხსნის ხალხი, მაგრამ დიდი ნაწილი მაინც მიემხრობა ქალ-პრეზიდენტს, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტის – ქმრის იმედი აქვს… ვხედავ, როგორ უჯერებს მეუღლის რჩევებს ქალბატონი პრეზიდენტი.

2013 წელი, 24 მარტი

მომავალში აშშ პრეზიდენტობაზე კენჭს ისევ ქალი იყრის და პრეზიდენტად აუცილებლად მოვა ქალი.
ქალი უფრო ძლიერია, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებები ექნება.

2021 წელი, 18 სექტემბერი

ისევ ვხედავ, მომავალში ამერიკაში პრეზიდენტად მოდის ქალი — ათ კაცს რომ აჯობებს, ისეთი."- ვკითხულობთ ლელა კაკულიას ფეისბუქგვერდზე.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати