USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
ამერიკის მოქალაქე ზაზა პატარიძე პროკურატურასთან მართავს აქციას მოთხოვნით - გამოიძონ ამხანაგობა "მარსის" თაღლითური საქმიანობა
თარიღი:  2146

პარასკევს, 12 მარტს, 16:00 საათზე, თბილისში, მთავარ პროკურატურასთან გაიმართება აქცია მოთხოვნით: ჩატარდეს გამოძიება ამხანაგობა “მარსის” თაღლითური საქმიანობის შესახებ, რომლის მსხვერპლი გახდა ამერიკის მოქალაქე და პირველი ჯგუფის ინვალიდი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ზაზა პატარიძე.

ამავე დღეს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე შეიტანს განცხადებას პროკურატურაში აღნიშნული საქმის გამოძიების მოთხოვნით.

საქართველოს და ამერიკის მოქალაქე ზაზა პატარიძე თაღლითობის მსხვერპლი გახდა. ბინა, რომელიც მან 2003 წელს შეიძინა, იპოთეკით დატვირთეს და ნებისმიერ დროს შეიძლება გაუყიდონ.

„2003 წელს წავედი ემიგრაციაში, ამერიკაში. ამჟამად, ამერიკისა და საქართველოს მოქალაქე ვარ. 2003 წლის ბოლოს ზურგის ტვინის ტრავმა მივიღე, ქვედა კიდურები პარალიზირებული მაქვს. მანამდე სახლში ორთაჭალაში მე-8 სართულზე მქონდა. შეუძლებელი იყო ამ სახლით სარგებლობა. გადავწყვიტე, რომ თბილისში შემეძინა ბინა, რომელიც ადაპტირებული იქნებოდა და რომლითაც სარგებლობას შევძლებდი.2006 წელს წინასწარი საუბრებისა და დაგეგმვის შემდეგ, შევიძინე ბინა. მოთხოვნა მქონდა, რომ ყოფილიყო პანდუსი.

დეტალები შევათანხმე კომპანიასთან. ამ ყველაფრის შემდეგ შევიძინე ბინა შანხაის დასახლებაში. მათ 2008 წელს უნდა ჩაებარებინათ. თავიდან თითქოს მშენებლობა კარგად წავიდა, შემდეგ გაჩერდა. 2010 წელს ჩამოვედი, მივედი ბინის სანახავად, დაახლოებით 6 სართული იყო აშენებული. პასუხისმგებელი პირი ვერ ვნახე, რომ კითხვებზე პასუხი გაეცათ.

რამდენიმე წლის შემდეგ მშენებლობის პროცესი განახლდა, რა თქმა უნდა, გამიხარდა. 2013 წლიდან რემონტის გაკეთება დავიწყე, სადღაც 2015 წლის გაზაფხულზე დავასრულეთ და გადავწყვიტე ოჯახით საქართველოში ჩამოვსულიყავი. დაახლოებით ერთ კვირაში „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელი მიკავშირდება და მეუბნება, რომ ჩემი ბინა იპოთეკითაა დატვირთული და რომ მოიხსნას დამატებით 28 000 დოლარი უნდა გადავიხადო.

იურისტი ავიყვანე და შევხვდით ბანკის წარმომადგენელს. მათ მითხრეს, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვიყავით. ჩვენმა სამშენებლო ამხანაგობამ, ჩვენი ბინები იპოთეკაში ჩადო, ბანკიდან კრედიტი გაიტანა და არ დააბრუნა. ის კაცი გაიქცა. ანუ რას ნიშნავს, ის კაცი დამნაშავეა და ჩვენ უნდა გადავიხადოთ? ხელმეორედ, რომ შევხვდი ბანკს ვუთხარი, რომ 14 000 გადავიხდი. მაგრამ ამით იპოთეკა, მაინც არ მეხსნებოდა.

2016 წელს ავიყვანე ადვოკატი და პროკურატურაში განცხადება შევიტანეთ. დღემდე არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. ერთი კაცი არ დაუბარებიათ. ვინმე ხომ უნდა დაინტერესებულიყო. საუბარია 12 მილიონის გაფლანგვაზე… დღეს ამ კორპუსში ვცხოვრობ, სხვაგან წასასვლელი არ მაქვს. სად უნდა წავიდე?.. 2017 წელს სარჩელი შევიტანეთ.

მანამდე ბანკმა შეიტანა, რომ ჩვენ უარი განვაცხადეთ იპოთეკის თანხის გადახდაზე. 2018 წლის ბოლოს სასამართლო სხდომები დაინიშნა და ეს სხდომები გაერთიანდა. უკვე აგვისტოს თვეში მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა. ეს ვალი ეკისრებოდა „ამხანაგობა მარსისი“ დამფუძნებლებს და თავმჯდომარეს. ამავე დროს რეალიზებაში დარჩა ჩვენი უძრავი ქონება. მოსამართლემ მოკლედ გვირგვინი დაასვა…

მანვე მიაწერა, რომ აპელაცია არ აჩერებს დაუყონებლივ აღსრულებას, ანუ ბინა შეიძლება გაიყიდოს. ახლა გადაცემულია აღსრულებაზე. ეტაპობრივად ვამოწმებთ პროცესებს, რაც მიდის. არ ვიცით, რამდენი ხანი დასჭირდება, რომ აუქციონზე გაიტანონ და ბინა გაყიდონ, ვრჩებით ქუჩაში. არანაირი თანხმობა არ მიმიცია არავისთვის, რომ იპოთეკაში ჩაედოთ ბინა. რით უნდა მივიქციო ყურდღება. თავი უნდა დავიწვა კორპუსის წინ? რამე უნდა მოხდეს? სახლის სახურავიდან უნდა გადმოვხტე ეტლით?.. რომ მერე ვინმე დაინტერესდეს და თქვას, „რატომ მოიკლა თავი“,- ყვება ზაზა პატარიძე.

როგორც მისი ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, ზაზა პატარიძისგან ნებართვა, რომ სახლი იპოთეკით დაეტვირთათ არავის არ ჰქონდა.

 „აქ საუბარი გვაქვს ასევე დოკუმენტების სავარაუდო გაყალბებაზე. საუბარია ასევე კრების ოქმზე, სადაც ზაზა პატარიძე არ მონაწილეობდა. არ გავჩერდებით სანამ ამ საქმეზე ჭეშმარიტებას არ დავადგენთ და სანამ სიმართლეს არ გავამარჯვებინებთ,“ – აცხადებს კაკაბაძე.

 

 

 

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის