პარასკევს, 12 მარტს, 16:00 საათზე, თბილისში, მთავარ პროკურატურასთან გაიმართება აქცია მოთხოვნით: ჩატარდეს გამოძიება ამხანაგობა “მარსის” თაღლითური საქმიანობის შესახებ, რომლის მსხვერპლი გახდა ამერიკის მოქალაქე და პირველი ჯგუფის ინვალიდი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ზაზა პატარიძე.
ამავე დღეს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე შეიტანს განცხადებას პროკურატურაში აღნიშნული საქმის გამოძიების მოთხოვნით.
საქართველოს და ამერიკის მოქალაქე ზაზა პატარიძე თაღლითობის მსხვერპლი გახდა. ბინა, რომელიც მან 2003 წელს შეიძინა, იპოთეკით დატვირთეს და ნებისმიერ დროს შეიძლება გაუყიდონ.
„2003 წელს წავედი ემიგრაციაში, ამერიკაში. ამჟამად, ამერიკისა და საქართველოს მოქალაქე ვარ. 2003 წლის ბოლოს ზურგის ტვინის ტრავმა მივიღე, ქვედა კიდურები პარალიზირებული მაქვს. მანამდე სახლში ორთაჭალაში მე-8 სართულზე მქონდა. შეუძლებელი იყო ამ სახლით სარგებლობა. გადავწყვიტე, რომ თბილისში შემეძინა ბინა, რომელიც ადაპტირებული იქნებოდა და რომლითაც სარგებლობას შევძლებდი.2006 წელს წინასწარი საუბრებისა და დაგეგმვის შემდეგ, შევიძინე ბინა. მოთხოვნა მქონდა, რომ ყოფილიყო პანდუსი.
დეტალები შევათანხმე კომპანიასთან. ამ ყველაფრის შემდეგ შევიძინე ბინა შანხაის დასახლებაში. მათ 2008 წელს უნდა ჩაებარებინათ. თავიდან თითქოს მშენებლობა კარგად წავიდა, შემდეგ გაჩერდა. 2010 წელს ჩამოვედი, მივედი ბინის სანახავად, დაახლოებით 6 სართული იყო აშენებული. პასუხისმგებელი პირი ვერ ვნახე, რომ კითხვებზე პასუხი გაეცათ.
რამდენიმე წლის შემდეგ მშენებლობის პროცესი განახლდა, რა თქმა უნდა, გამიხარდა. 2013 წლიდან რემონტის გაკეთება დავიწყე, სადღაც 2015 წლის გაზაფხულზე დავასრულეთ და გადავწყვიტე ოჯახით საქართველოში ჩამოვსულიყავი. დაახლოებით ერთ კვირაში „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელი მიკავშირდება და მეუბნება, რომ ჩემი ბინა იპოთეკითაა დატვირთული და რომ მოიხსნას დამატებით 28 000 დოლარი უნდა გადავიხადო.
იურისტი ავიყვანე და შევხვდით ბანკის წარმომადგენელს. მათ მითხრეს, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვიყავით. ჩვენმა სამშენებლო ამხანაგობამ, ჩვენი ბინები იპოთეკაში ჩადო, ბანკიდან კრედიტი გაიტანა და არ დააბრუნა. ის კაცი გაიქცა. ანუ რას ნიშნავს, ის კაცი დამნაშავეა და ჩვენ უნდა გადავიხადოთ? ხელმეორედ, რომ შევხვდი ბანკს ვუთხარი, რომ 14 000 გადავიხდი. მაგრამ ამით იპოთეკა, მაინც არ მეხსნებოდა.
2016 წელს ავიყვანე ადვოკატი და პროკურატურაში განცხადება შევიტანეთ. დღემდე არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. ერთი კაცი არ დაუბარებიათ. ვინმე ხომ უნდა დაინტერესებულიყო. საუბარია 12 მილიონის გაფლანგვაზე… დღეს ამ კორპუსში ვცხოვრობ, სხვაგან წასასვლელი არ მაქვს. სად უნდა წავიდე?.. 2017 წელს სარჩელი შევიტანეთ.
მანამდე ბანკმა შეიტანა, რომ ჩვენ უარი განვაცხადეთ იპოთეკის თანხის გადახდაზე. 2018 წლის ბოლოს სასამართლო სხდომები დაინიშნა და ეს სხდომები გაერთიანდა. უკვე აგვისტოს თვეში მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა. ეს ვალი ეკისრებოდა „ამხანაგობა მარსისი“ დამფუძნებლებს და თავმჯდომარეს. ამავე დროს რეალიზებაში დარჩა ჩვენი უძრავი ქონება. მოსამართლემ მოკლედ გვირგვინი დაასვა…
მანვე მიაწერა, რომ აპელაცია არ აჩერებს დაუყონებლივ აღსრულებას, ანუ ბინა შეიძლება გაიყიდოს. ახლა გადაცემულია აღსრულებაზე. ეტაპობრივად ვამოწმებთ პროცესებს, რაც მიდის. არ ვიცით, რამდენი ხანი დასჭირდება, რომ აუქციონზე გაიტანონ და ბინა გაყიდონ, ვრჩებით ქუჩაში. არანაირი თანხმობა არ მიმიცია არავისთვის, რომ იპოთეკაში ჩაედოთ ბინა. რით უნდა მივიქციო ყურდღება. თავი უნდა დავიწვა კორპუსის წინ? რამე უნდა მოხდეს? სახლის სახურავიდან უნდა გადმოვხტე ეტლით?.. რომ მერე ვინმე დაინტერესდეს და თქვას, „რატომ მოიკლა თავი“,- ყვება ზაზა პატარიძე.
როგორც მისი ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, ზაზა პატარიძისგან ნებართვა, რომ სახლი იპოთეკით დაეტვირთათ არავის არ ჰქონდა.
„აქ საუბარი გვაქვს ასევე დოკუმენტების სავარაუდო გაყალბებაზე. საუბარია ასევე კრების ოქმზე, სადაც ზაზა პატარიძე არ მონაწილეობდა. არ გავჩერდებით სანამ ამ საქმეზე ჭეშმარიტებას არ დავადგენთ და სანამ სიმართლეს არ გავამარჯვებინებთ,“ – აცხადებს კაკაბაძე.
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის, მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას.