20 იანვარს შედგა ამერიკის კინომსახიობთა გილდიის გამარჯვებულთა დაჯილდოება.
2019 წლის სენსაციამ, სამხრეთ კორეელი რეჟისორის პონგ ჯონ ჰოს ფილმმა "პარაზიტები" აქაც მოიპოვა ჯილდო მოიპოვა, მთავარ ნომინაციაში "საუკეთესო მხატვრული ფილმები."
მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი ჯოაკინ ფენიქსს ერგე, ფილმში "ჯოკერი" შესრულებული მთავარი როლისთვის.
საუკეთესო ქალი მსახიობი, გილდიის ვერსიით გახდა რენე ზელვეგერი, რეჟისორ რუპერტ გოლდის ფილმში "ჯუდი" შესრულებული როლისათვის.
ჯილდოები მიიღეს ყოფილმა მეუღლეებმაც.
საუკეთესო მეორე პლანის მსახიობის ტიტულეი მოიპოვა ბრედ პიტმა, კვენტინ ტარანტინოს ფილმში "ერთხელ ...ჰოლივუდში" მონაწილეობისთვის, ხოლო ჯენიფერ ანისტონს გადაეცა ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალის როლისათვის სერიალში "დილის შოუ".