USD 2.7334
EUR 3.0969
RUB 3.4746
Tbilisi
ამერიკის კინომსახიობთა გილდიის მთავარ ნომინაციაში ფილმმა "პარაზიტები" გაიმარჯვა
Date:  950

20 იანვარს შედგა ამერიკის კინომსახიობთა გილდიის  გამარჯვებულთა დაჯილდოება.

2019 წლის სენსაციამ, სამხრეთ კორეელი რეჟისორის პონგ ჯონ ჰოს ფილმმა "პარაზიტები" აქაც მოიპოვა ჯილდო მოიპოვა, მთავარ ნომინაციაში "საუკეთესო მხატვრული ფილმები."

მამაკაცის  როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი ჯოაკინ ფენიქსს ერგე,  ფილმში "ჯოკერი" შესრულებული მთავარი როლისთვის. 

საუკეთესო ქალი მსახიობი, გილდიის ვერსიით გახდა რენე ზელვეგერი,  რეჟისორ რუპერტ გოლდის ფილმში "ჯუდი" შესრულებული როლისათვის.

ჯილდოები მიიღეს ყოფილმა მეუღლეებმაც.

საუკეთესო მეორე პლანის მსახიობის ტიტულეი მოიპოვა ბრედ პიტმა, კვენტინ ტარანტინოს ფილმში "ერთხელ ...ჰოლივუდში" მონაწილეობისთვის, ხოლო  ჯენიფერ ანისტონს გადაეცა ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალის როლისათვის სერიალში "დილის შოუ".

tbilisi
გლდანის რაიონშის მესამე მიკრორაიონის N3ა – 3ბ კორპუსებთან, დაახლოებით 1 500 კვ.მ ფართობზე, სკვერის მოწყობა დაასრულდა
გლდანის რაიონის გამგეობამ მესამე მიკრორაიონის N3ა – 3ბ კორპუსებთან, დაახლოებით 1 500 კვ.მ ფართობზე, სკვერის მოწყობა დაასრულა.
 
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე არსებული უკანონო ავტოფარეხების, შენობა-ნაგებობისა და ძველი კონსტრუქციების დემონტაჟი განხორციელდა, მათ ნაცვლად კი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე მოეწყო.
 
მოსახლეობისთვის გაკეთდა მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, ასევე დაიდგა ღია სივრცის მაგიდის ჩოგბურთი. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, კერძოდ, დაიგო ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები. სკვერში განთავსდა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურაც.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 368 704 ლარი დაიხარჯა.
 
ამასთან, მომავალ წელს დაგეგმილია მეორე ეტაპის განხორციელება, რომლის ფარგლებში, მე-3ბ კორპუსის მიმდებარედ უკანონო შემოღობვები მოიხსნება და 4000 კვ.მეტრამდე სივრცე სრულად მოწესრიგდება.
 
დასრულებულ პროექტს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way