ამერიკის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა კრემლის სპეციალურ წარმომადგენელს, კირილ დმიტრიევს „რუსი პროპაგანდისტი“ უწოდა. CBS News-სთან ინტერვიუში ბესენტი დმიტრიევის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ რუსეთის ეკონომიკაზე არანაირი წნეხი არ მოქმედებს.
მისი თქმით, სანქციების ეფექტს რუსეთი მალე იგრძნობს, რაც მოსკოვისთვის ძალიან მტკივნეული იქნება.
„ვფიქრობ, რუსეთი ამ ეფექტს მალე იგრძნობს. ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორ შეწყვიტა ინდოეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა. ბევრმა ჩინურმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამაც შეწყვიტა. რუსეთის ეკონომიკა ომის დროინდელია. ზრდა ფაქტობრივად ნულის ტოლია. ინფლაცია, როგორც ჩანს, 20%-ზე მეტია და ყველაფერი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს. რუსეთის საომარი მანქანა ნავთობით ფინანსდება და ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვნად შევამციროთ მისი შემოსავლები“, - აცხადებს ბესენტი
ირანის სასამართლოს განცხადებით, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი, - ინფორმაციას The Guardian-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანის სასამართლოს ცნობით, 10 იანვარს საპროტესტო აქციებზე დაკავებული 26 წლის ერფან სოლტანი ქარაჯის ცენტრალურ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.
სასამართლოს განცხადებით, სოლტანის ბრალი წაუყენეს „ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებისა და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდული საქმიანობისთვის“.
სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავს ბრალდებებზე სიკვდილით დასჯა არ ვრცელდება.
მანამდე, სოლტანის ოჯახმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ერფანის სიკვდილით დასჯა გადაიდო.