USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
ამერიკელი მილიარდერები საშემოსავლო გადასახადების გადახდას თავს არიდებენ
Date:  885

ანალიტიკური პორტალი ProPublica მასალას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ისეთი ცნობილი ამერიკელი მილიარდერები, როგორიც ჯეფ ბეზოსი, ილონ მასკი და უორენ ბაფეტია, საშემოსავლო გადასახადების გადახდას თავს არიდებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

პორტალის განცხადებით, Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა 2007 და 2011 წლებში საერთოდ არ გადაიხადა საშემოსავლო გადასახადი, ხოლო ილონ მასკმა - 2018 წელს.

ProPublica ჟურნალ Forbes-ზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს მილიარდერები გადასახადებს არ იხდიან მაშინ როდესაც, 25 ამერიკელი მილიარდერის ქონება ჯამურად 401 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა 2014-2018 წლებში, აღნიშნული პერიოდისთვის მათ ჯამში მხოლოდ 13.6 მილიარდი აშშ დოლარი გადაიხადეს საშემოსავლო გადასახადის სახით.

BBC-ი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენს გარკვეული გეგმები აქვს საშემოსავლო გადასახადებთან დაკავშირებით, რის მიხედვითაც აშშ-ის მდიდარი ფენა უფრო მეტად დაიბეგრება, შედეგად ეს თეთრ სახლს ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პროგრამებისთვის თანხების მოზიდვაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, ბაიდენმა აშშ-ის მდიდარი მოქალაქეებისთვის გადასახადების გაზრდის ინიციატივა აპრილში დაანონსა. მედიის ინფორმაციით, ბაიდენის გეგმა საშემოსავლო გადასახადის ზედა ზღვრული მაჩვენებლის 37%-დან 39.6%-მდე გაზრდას ითვალისწინებს იმ ადამიანებისთვის, რომელთა შემოსავალი წლიურად მილიონ დოლარს აჭარბებს.

bm.ge

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way