USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ამერიკელი ექიმი გრეგორ მაიკლი Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ გარდაიცვალა
თარიღი:  945

აშშ-ში, ფლორიდის შტატის ერთ-ერთი წამყვანი ექიმის გრეგორი მაიკლის ცოლმა ჰეიდინეკელმანმა,  ბრიტანულ გამოცემა Dailymail-თან საუბრის დროს განაცხადა, რომ მისი მეუღლე Pfizer-ის მიერ წარმოებული კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით გარდაიცვალა. ჰეიდი ნეკელმანის თქმით, მის ქმარს, გრეგორი მაიკლს ვაქცინის მიღებამდე თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდა.

ექიმმა ვაქცინა 18 დეკემბერს გაიკეთა, რომლის შემდეგაც იგი 2021 წლის 2 იანვარს მოულოდნელად ინსულტით გარდაიცვალა. მედიკოსების განცხადებით, აუტოპსიის შედეგად დადგინდა, რომ მას ავტოიმუნური დაავადება განუვითარდა, რომელიც სხეულში ანადგურებს თრომბოციტებს, პატარა ფრაგმენტულ უჯრედებს, რომლებიც სისხლის შედედებას უწყობენ ხელს.

ჰეიდის ვარაუდით, სწორედ Pfizer-ის ვაქცინას შეიძლებოდა გამოეწვია აღნიშნული ფატალური შემთხვევა- „ იგი ძალზე ჯანმრთელი იყო. არ ეწეოდა, არ იღებდა ალკოჰოლს. ვარჯიშობდა და თევზაობდა, ჯანსაღად ცხოვრობდა. სრულად გამოიკვლიეს და არც სიმსივნური წარმონაქმნები ჰქონდა ორგანიზმში“- აღნიშნა გარდაცვლილის მეუღლემ.

წყარო:https://www.dailymail.co.uk

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის