აშშ-ში, ფლორიდის შტატის ერთ-ერთი წამყვანი ექიმის გრეგორი მაიკლის ცოლმა ჰეიდინეკელმანმა, ბრიტანულ გამოცემა Dailymail-თან საუბრის დროს განაცხადა, რომ მისი მეუღლე Pfizer-ის მიერ წარმოებული კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით გარდაიცვალა. ჰეიდი ნეკელმანის თქმით, მის ქმარს, გრეგორი მაიკლს ვაქცინის მიღებამდე თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდა.
ექიმმა ვაქცინა 18 დეკემბერს გაიკეთა, რომლის შემდეგაც იგი 2021 წლის 2 იანვარს მოულოდნელად ინსულტით გარდაიცვალა. მედიკოსების განცხადებით, აუტოპსიის შედეგად დადგინდა, რომ მას ავტოიმუნური დაავადება განუვითარდა, რომელიც სხეულში ანადგურებს თრომბოციტებს, პატარა ფრაგმენტულ უჯრედებს, რომლებიც სისხლის შედედებას უწყობენ ხელს.
ჰეიდის ვარაუდით, სწორედ Pfizer-ის ვაქცინას შეიძლებოდა გამოეწვია აღნიშნული ფატალური შემთხვევა- „ იგი ძალზე ჯანმრთელი იყო. არ ეწეოდა, არ იღებდა ალკოჰოლს. ვარჯიშობდა და თევზაობდა, ჯანსაღად ცხოვრობდა. სრულად გამოიკვლიეს და არც სიმსივნური წარმონაქმნები ჰქონდა ორგანიზმში“- აღნიშნა გარდაცვლილის მეუღლემ.