ამერიკელი და ისრაელელი მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ ირანი ისრაელზე თავდასხმას 5 აგვისტოს გეგმავენ. მედიის ცნობით, ვაშინგტონსა და თელ-ავივში ფიქრობენ, რომ ირანის შეტევა თეირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის მსგავსი იქნება, რა დროსაც ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა და დრონი გაუშვეს.
ისრაელის მედიის ცნობით, ახლო აღმოსავლეთში უკვე ჩავიდა ამერიკის ცენტრალური სარდლობის მეთაური გენერალი მაიკლ კურილა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.