USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
ამერიკას სურს, რომ უკრაინა რუსეთისათვის „მეორე ავღანეთად“ გადააქციოს - «Yeni Safak» (თურქეთი)
თარიღი:  522

თურქული გაზეთი „ენი საფაკი“ (Yeni Safak) აქვეყნებს სტატიას სათაურით „კორეული მოდელი“ უკრაინისთვის“ (ავტორი - აბდულა მურადოღლუ), რომელშიც განხილულია როგორც რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის, ასევე ომისშემდგომი უკრაინის სახელმწიფოებრივი ფორმის მოდელი.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ემზადება იმისთვის, რომ რუსეთ-უკრაინის ომი გაყინულ კონფლიქტად გადააქციოს, რომელიც წლობით და ათწლელობით გაგრძელდება - კორეის ნახევარკუნძულზე არსებული სიტუაციის მსგავსად. კორეაში „სამოქალაქო ომის“ ცხელი ფაზა, რომელმაც ქვეყანა ჩრდილოეთად და სამხრეთ კორეად გაჰყო, 1950 წელს დაიწყო, სამი წელი გრძელდებოდა და 1953 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით შეჩერდა, მაგრამ არ დასრულებულა. მას შემდეგ 70 წელი გავიდა, მაგრამ მხარეებს შორის (ჩრდილოეთ კორეას - კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკასა და სამხრეთ კორეას - კორეის რესპუბლიკას) ომის საბოლოო დასრულების ყოვლისმომცველი ხელშეკრულება ჯერაც არ დადებულა.

ამერიკელი სპეციალისტების მიერ უკრაინისათვის მომზადებული „კორეული მოდელი“ ვაშინგტონში უპირატესობით სარგებლობს. არავინ არ იფიქროს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია დღედაღამ წუხდა უკრაინელთა მძიმე მდგომარეობაზე და ამიტომ იძულებული გახდა ასეთ მოდელს დათანხმებულიყო. პირიქით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სწორედ ეს უნდა. ლონდონი და ვაშინგტონი ერთად უშლიდნენ ხელს მოსკოვს და კიევს იმაში, რომ ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან დამსხდარიყვნენ, მათ შორის თურქეთის მიერ დაწყებული შუამავლობის დროსაც. ამერიკა ეჭვის თვალით უყურებს ჩინეთის წინადადებასაც და პეკინს ზურგი აქცია. ეს ყველაფერი ამტკიცებს იმის რწმენას, რომ ამერიკა უკრაინელტა ხელით ომს რუსეთთან აწარმოებს და იმედოვნებს, რომ კრემლისათვის უკრანაში ომი „მეორე ავღანეთად“ გადაიქცევა.

როგორც სხვადასხვა ინფორმაციებით ირკვევა, დღეს ვაშინგტონი მეომარ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტაზე და სადემარკაციო ხაზის გავლებაზე ფიქრობს, რომელსაც ორივე მხარე დაიცავს და „არ გადააბიჯებს“. თეთრი სახლის აზრით, „ომის გაყინვა“ დღეს დღეობით  პოლიტიკურად ყველაზე მისაღებ გრძელვადიან შედეგს წარმოადგენს. ამერიკელები ხაზს უსვამენ, რომ კიევს გაყინული ომის დროსაც მიაწვდიან შეიარაღებას და საბრძოლო მასალებს, ტექნიკას, მათ შორის ავიაგამანაგურებელ „ფანტომ-16“-ის (F-16) ჩათვლით.

„ითვალისწინებს რა იმას, რომ უკრაინას ვერ შეძლებს დაკარგული ტერიტორიების სამხედრო გზით დაბრუნებას, ამერიკას სურს რომ კონფლიქტი დიდი ხნით გაიყინოს, რუსეთი დასუსტედება და ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდება რინგზე კაპიტულაციის თეთრი დროშა გამოფინოს“.

წყარო: https://www.yenisafak.com/yazarlar/abdullah-muradoglu/ukrayna-icin-kore-modeli-uygun-imis-4532387

 

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის