USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Тбилиси
ამბროლაურში 45 წლის ქალი ცოფით გარდაიცვალა
дата:  1178
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჯოში - ადამიანზე ცოფის, ლაბორატორიულად დადასტურებული, შემთხვევა დაფიქსირდა.
45 წლის ქალი, ცოფით, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის თებერვალში, მისივე ლეკვისგან დაინფიცირდა. ამავე თვეში ლეკვი მოკვდა. ქალს ანტირაბიული დახმარებისთვის არ მიუმართავს. ცოფის კლინიკური სურათის განვითარება დაიწყო 6 ივლისს, ამ დაავადებისთვის ტიპური კლინიკური ნიშნებით. შემთხვევა კი 2024 წლის 11 ივლისს დარეგისტრირდა, რომელიც იმავე დღეს დასრულდა ლეტალური გამოსავლით.
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მიმართვის საფუძველზე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის - პაპუნა მარგველიძის მიერ გამოიცა შესაბამისი განკარგულება და აღნიშნულ ტერიტორიაზე საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.
 
კარანტინი გულისხმობს ყველა სახეობის ჯანმრთელი ცხოველის გადაუდებელ ვაქცინაციას, საფრთხის ქვეშ მყოფი ტერიტორიიდან ცხოველთა გადაადგილების აკრძალვას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საპრევენციო ღონისძიებებს.
 
დაწყებულია შესაბამისი საპრევენციო ღონისძიებების გატარება, აცრილია გარდაცვლილთან კონტაქტზე მყოფი 19 პირი, გრძელდება გარდაცვლილთან კომუნიკაციაში მყოფი სხვა პირების მოძიება ვაქცინაციის მიზნით.
 
კარანტინი წესდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე მისი დაწესებიდან ან/და ცოფის უკანასკნელი დადასტურებული შემთხვევიდან 30 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ.
 
მოსახლეობას მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეთ, სურსათის ეროვნული სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელს გაბრიელ ჩიკვაიძეს - 595 221 148, ან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მითითებულ ნომერზე-1501.
 
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნეულის ადმინისტრაცია და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати