USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Tbilisi
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგი მიმდინარეობს
Date:  912
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგი მიმდინარეობს.
 
მერის პირველი მოადგილე დავით გოგლიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ბოსტანაში და მეორე ტოლაში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
 
მეორე ტოლის სკოლის უბნის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება და მისი სრული ღირებულება 234 000 ლარს შეადგენს.
 
ბეტონის საფარი იგება სოფელ ბოსტანაში. პროექტის ღირებულება 157 000 ლარია და სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.
 
აღნიშნული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way