USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ამა წლის ივლისის თვეში რუსეთიდან 5 მილიონი დოლარით ნაკლები შემოვიდა, ვიდრე 2022 წლის ივლისში
თარიღი:  3746

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 301.1 მლნ დოლარი (782 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 1.6%-ით (5 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის ივლისის მაჩვენებელზე.

ფულადი გზავნილები შემცირებულია წინა თვესთან შედარებითაც, რადგან 2023 წლის ივლისში ქვეყანაში გზავნილების სახით 353 მლნ დოლარი შემოვიდა. შესაბამისად, გზავნილები თითქმის 15%-ით არის შემცირებული.

7 თვის მონაცემებით კი საქართველოში ჯამში 2.6 მლრდ დოლარის გადმორიცხვა მოხდა და აქედან რუსეთიდან გზავნილები 1.2 მილიარდს შეადგენს, ანუ მთლიანი გზავნილების თითქმის ნახევარი რუსეთზე მოდის.

ივლისშიც ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი მოცულობა კვლავ რუსეთიდან გადმოირიცხა და მისმა მოცულობამ 73.8 მლნ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა იტალია - 45.3 მლნ დოლარი, მესამეზე აშშ-ი  -  40 მლნ დოლარის გზავნილით. ხუთეულში შედის საბერძნეთი (21.6 მლნ) და გერმანია - 20.5 მლნ. 

2023 წლის ივნისთან შედარებით ივლისში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 55 მლნ დოლარით არის შემცირებული. 

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ფულადი გზავნილები გადმოირიცხა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანამ ფულადი გზავნილების სახით 4.4 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც ისტორიული მაქსიმუმია და 2021 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულ მაჩვენებელი იყო.

ქვეყნებს შორის ლიდერი რუსეთი იყო, საიდანაც გადმორიცხვები წლიურ ჭრილში 5-ჯერ გაიზარდა. 2022 წელს რუსეთიდან 2 მილიარდ დოლარზე მეტი გადმოირიცხა, რაც მთლიანი გზავნილების 47%-ია.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის