USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ამ წუთებში ანას ბაღის პარტიზანულად გაკეთებულ სკვერს შლიან
თარიღი:  1264

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ანა ბაღს არანაირი პრობლემა არ გააჩნია. მისი თქმით, ანას ბაღთან მიმართებაში მერიას თავისი დამოკიდებულება აქვს და ერთადერთი, რაც იგეგმება, ბაღის სრულ რეაბილიტაციაა.

როგორ კალაძე ამბობს, "ვერავინ გაბედავს", რომ პარკებსა და სკვერებში მშენებლობები დაიწყონ.

"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქვეყანა ჩალით არის დახურული და საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანენ და მოატყუებენ, ეს ნამდვილად არ გამოუვათ, არ გამოუვაღ ჩემი მერობის პირობებში. იმიტომ, რომ ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან და ვაწვდით ინფორმაციას ქალაქში მიმდინარე პროცესებზე, არ გვერიდება არც გამოწვევებზე საუბარი... არსებული ტერიტორია, რაც ჰქონდა ანას ბაღს იმას კიდევ დავამატებთ მუნიციპალურ მიწებს, რომ რაც შეიძლება დიდი სკვერი გამოვიდეს და იყოს ულამაზასი სივრცე" — განაცხადა კალაძემ.

ამ წუთებში ანას ბაღის პარტიზანულად გაკეთებულ სკვერს შლიან. ადგილზე მისული არიან სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები და პოლიცია.

22 თებერვალს ადგილობრივი მოსახლეობამ, რომელიც რამდენიმე თვეა ანას ბაღის გადასარჩენად იბრძვის, აქტივისტებთან ერთად სკვერი პარტიზანულად გააკეთეს. მათ ასფალტის საფარი დაამტვრიეს და მცენარეები დარგეს.

ანას ბაღის დასაცავად მოსახლეობა აქციას რამდენიმე თვეა მართავს. მათ უნდათ, რომ 10 სართულიანი კორპუსი არ აშენდეს, რადგან პარკის არსებობას საფრთხის წინაშე აყენებს

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის