USD 2.7117
EUR 3.1385
RUB 3.3416
Тбилиси
Galt & Taggart - ეკონომიკის რომელ სექტორში აქვს საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო დეფიციტი
дата:  347

საქართველოს, ტრადიციულად, საქონლით საგარეო ვაჭრობაში უარყოფითი ბალანსი აქვს, რადგან საქონლის იმპორტი საქონლის ექსპორტს 2-3-ჯერ აღემატება.

2023 წელს საქართველოში საგარეო ვაჭრობის დეფიციტმა 9.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 18.3%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქონლის ექსპორტი 9.1%-ით, რეკორდულ 6.1 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა ასევე რეკორდული იყო იმპორტის მოცულობაც, რომელიც წლიურად 14.5%-ით გაიზარდა და 15.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკაში ყველაზე მსხვილი სექტორი 15%-იანი წილით ვაჭრობაა და ყველაზე დიდი სავაჭრო დეფიციტიც ამ სექტორში ფიქსირდება. ამასთან, ბოლო 5 წლის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას თუ შევხედავთ, დეფიციტის 80%-ზე მეტს ვაჭრობის სექტორი განაპირობებს (ეს სექტორი მოიცავს ყველა სახის საქონლით საცალო და საბითუმო ვაჭრობას), სადაც დეფიციტმა 2023 წელს. 7.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. თავის მხრივ, ამ სექტორში საგარეო სავაჭრო დეფიციტს ძირითადად სამომხმარებლო საქონლით, ავტომობილებით და საწვავით ვაჭრობა განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ ეს სავაჭრო დეფიციტი არ ნიშნავს რომ ეკონომიკაში დამატებული ღირებულება არ იქმნება. პირიქით, ვაჭრობის სექტორი საქართველოს ეკონომიკური ზრდის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია.

ვაჭრობის სექტორის შემდეგ, ყველაზე დიდი საგარეო სავაჭრო დეფიციტი არის ტრანსპორტისა (-515 მლნ აშშ დოლარი) და მშენებლობის (-391 მლნ აშშ დოლარი) დარგებში. აღსანიშნავია, რომ მშენებლობის სექტორში სავაჭრო დეფიციტს ძირითადად სამშენებლო მასალებზე მზარდი მოთხოვნა განაპირობებს.

ამასთან, არის დარგები, რომელთაც დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვთ, ასეთია: სამთომოპოვებითი და დამმუშავებელი მრეწველობა, პროფესიული & სამეცნიერო საქმიანობები და ელექტროენერგიის მიწოდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ელექტროენერგიის მიწოდების სექტორი, სადაც 2023 წელს საქართველო ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი გახდა. აღნიშნული განაპირობა, ერთის მხრივ, ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარების კლებამ და შესაბამისად, იმპორტის შემცირებამ. ხოლო მეორეს მხრივ, საქართველოდან მზარდმა ექსპორტმა თურქეთის მიმართულებით, სადაც ელექტროენერგიის ფასი გლობალური ენერგეტიკული კრიზისის შემდეგ საკმაოდ მაღალ დონეზე შენარჩუნდა.

მომდევნო 10 წლის განმავლობაში, საგარეო ვაჭრობის სტრუქტურაში დიდ ცვლილებებს არ ველოდებით. თუმცა, ძირითადად ექსპორტის იმპორტზე უფრო სწრაფად ზრდის ხარჯზე მოსალოდნელია სავაჭრო დეფიციტის ეტაპობრივი კლება.

ცხრილი 1: წმინდა ექსპორტი ეკონომიკის სექტორების მიხედვით, მლნ აშშ დოლარი

общество
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაწესებულებები იხილეთ ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати