USD 2.6121
EUR 3.0465
RUB 3.1360
Тбилиси
Galt & Taggart - დეველოპერულ პროექტებში, რომლებიც წელს სრულდება, ბინების 90% გაყიდულია
дата:  537

"გალტ & თაგარტის" სისტემური დეველოპერების გამოკითხვა აჩვენებს, რომ პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, ბინების 90% გაყიდულია. უმეტესი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადებებით გაიყიდა.

"გალტ & თაგარტმა" სისტემური დეველოპერების გამოკითხვა 2025 წლის ნოემბერში ჩაატარა. ის მოიცავდა 100-ზე მეტ მშენებარე საცხოვრებელ პროექტს თბილისში (ჯამურად პირველადი ბაზრის დაახლოებით 50%-ს). შედეგების თანახმად, მიმდინარე წლის ოქტომბერში, შერჩეული დეველოპერების პროექტებში წინა თვის რეკორდული გაყიდვების შემდეგ მოთხოვნა დანორმალიზდა.

"გაყიდული ბინების რაოდენობა კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა და წლიურად 26.7%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური დინამიკა ფიქსირდება გაყიდული ბინების ფართობის მიხედვითაც",- აღნიშნულია კვლევაში.

 

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати