USD 2.7438
EUR 3.1924
RUB 3.4831
თბილისი
Galt & Taggart - IT ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია
თარიღი:  700

საქართველოს ეკონომიკაში ყველაზე დიდი წილი მომსახურების დარგებს უკავია. ბოლო 10 წლის განმავლობაში მომსახურების სექტორის წილი მთლიან ეკონომიკაში (ანუ მშპ-ში) საშუალოდ 77%-ს შეადგენდა, ხოლო მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში შესაბამისად, 15% და 8% იყო.

2023 წლის იანვარ-სექტემბერში, მომსახურების სექტორის წილი მშპ-ში 2022 წლის იანვარ-სექტემბერში დაფიქსირებული 75.3%-დან 78.4%-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ამავე პერიოდში დაფიქსირებული 7.1%-იანი ეკონომიკური ზრდა თითქმის მთლიანად მომსახურების სექტორმა განაპირობა. ამასთან, მიმდინარე წელს მრეწველობის სექტორი შემცირებულია, მაშინ როცა 2022 წლის 10.4%-იან ზრდაში მასზე თითქმის მეხუთედი მოდიოდა.

მიმდინარე წელს, ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი ინფორმაციისა და კომუნიკაციის (IT) დარგია, რომელსაც მოჰყვება მშენებლობის, პროფესიული საქმიანობის, განათლების, სახელმწიფო მმართველობის და ვაჭრობის დარგები. თუმცა, ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე დიდი კონტრიბუცია ვაჭრობის დარგს ჰქონდა, მისი დიდი ზომიდან გამომდინარე.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლიდან ეკონომიკის სტრუქტურაში საინტერესო ცვლილება დაფიქსირდა - IT დარგმა გადაასწრო საფინანსო სექტორს და მე-8 ადგილი დაიკავა საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურაში. ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება. დარგობრივ ჭრილში, ასევე აღსანიშნავია ტრანსპორტის და დასაწყობების დარგის მაღალი აქტივობა, რომლის კონტრიბუციაც ეკონომიკურ ზრდაში გაორმაგებულია 2021 წლიდან.

2024 და შემდგომ წლებში მომსახურების სექტორის დომინანტური კონტრიბუცია ეკონომიკურ ზრდაში გაგრძელდება, რადგანაც საქართველოს ეკონომიკის ჩართულობა რეგიონულ და გლობალურ მომსახურების დარგებში სულ უფრო მზარდია.

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის