USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ალოობის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, დედოფლისწყაროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
Date:  
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და ფერმერები ესწრებოდნენ.
 
 ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა ფერმერებმა ალოობის სეზონის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
 
 „კახეთის რეგიონში მარცვლოვანი კულტურების აღების პროცესი, ალოობა იწყება. სამუშაო შეხვედრაზე ვიმსჯელეთ ყველა იმ საკითხზე, რაც დაკავშირებულია ამ პროცესის შეუფერხებელ და წარმატებულ განხორციელებასთან. სახელმწიფო ყველა წინაპირობას ქმნის ხორბლის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავებისთვის, თუმცა, საყურადღებოა კლიმატური ფაქტორები. ტრადიციულად, სამინისტროში შექმნილია საკოორდინაციო ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები. მოსავლის შეუფერხებლად ასაღებად, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ მობილიზებულია, დაახლოებით, 300 ერთეული მოსავლის ამღები ტექნიკა. ვფიქრობთ, რომ ერთობლივი, კოორდინირებული ძალისხმევით სეზონი წარმატებით ჩაივლის. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო, თავისი პოლიტიკის ფარგლებში, ხელს უწყობს მარცვლოვანი კულტურების წარმოებას. ბოლო წლებში ამ მიმართულებით მზარდი დინამიკა გვაქვს. გასულ წელს, 2020 წელთან შედარებით, 60%-ით გაიზარდა მარცვლოვანი კულტურების წარმოება. ვფიქრობთ, ეს პროცესი წელსაც შენარჩუნდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც იმპორტირებულ ფქვილზე დამატებითი საფასურის დაწესებას ითვალისწინებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ადგილობრივად წარმოებული ხორბლის კონკურენტუნარიანობის ზრდას“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.
 
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის განცხადებით, ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ალოობის სეზონი წარმატებით ჩატარდეს და ფერმერებს მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩეთ.
tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way