USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Tbilisi
ალიევმა პუტინს „სომხეთისთვის იარაღის მიწოდების გამო“ უსაყვედურა
Date:  579

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უსაყვედურა სომხეთისთის იარაღის მიწოდების გამო.

აზერბაიჯანული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ 13 აგვისტოს, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, ილჰამ ალიევმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ „რუსეთის მიერ სომხეთისთვის სამხედრო ტვირთის მიწოდების ინტენსიფიკაციამ გამოიწვა სერიოზული შეშფოთება და კითხვის ნიშნები აზერბაიჯანის საზოგადოებაში“.

ალიევმა პუტინთან საუბარში გაიმეორა აზერბაიჯანის ოფიციალური პოზიცია სასაზღვრო დაპირისპირებების შესახებ და ამის მიზეზად სომხეთის მხრიდან პროვოკაცია დაასახელა [ერევანი ბაქოს სდებს ბრალს „პროვოკაციებში“]. ალიევის განცხადებით, ამ შეტევის მთავარი მიზანი იყო „მესამე მხარეების ჩართვა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში“.

Apa-ს ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა „ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის აგრესიის კიდევ ერთი გამოვლინების შედეგად დაიღუპნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები და ერთი სამოქალაქო პირი, ხოლო სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ საზღვრის გასწვრივ სოფლებისა და საცხოვრებელი დასახლების საარტილერიო თავდასხმისას მრავალი სახლი განადგურდა“.

ალიევმა ასევე თქვა, რომ „რუსეთიდან სომხეთში გაგზავნილი სამხედრო დანიშნულების ტვირთების მოცულობამ (სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამხედრო შეტაკების პირველი დღიდან დღემდე) გადააჭარბა 400 ტონას და ამ ტვირთის გადაცემა მოხდა ყაზახეთის, თურქმენეთის და ირანის ისლამური რესპუბლიკის საჰაერო სივრცის გამოყენებით.

ალიევის თანახმად, სატელეფონო საუბრის ძირითადი მიზანი სწორედ ამ საკითხის გარკვევა იყო. ამასთან, პრეს-რელიზის თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს „ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობა და ყველა სფეროში აზერბაიჯან-რუსეთის პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებ[ის მნიშვნელობა]“.

ამ ცნობაში ნახსენები არ არის საქართველო, რომელზეც აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო მედიასაშუალება Haqqin.az-ი წერდა, რომ სერბეთსა და რუსეთს სომხეთისთვის იარაღის მიწოდებაში დაეხმარა. საქართველოში Haqqin-ის ეს ცნობა უარყვეს და მას დეზინფორმაცია უწოდეს.

რუსეთი, სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის მიუხედავად, ორივე მხარეს აწვდის იარაღს, რაც სომხეთში რუსეთით უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზია.

წყარო: netgazeti.ge

tbilisi
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

See all
Survey
By the way