USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
ალი - ძველი ქართული სავაჭრო ქალაქი
дата:  961

ალი — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს დოღლაურის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დასავლეთი ნაწილი), მდინარე ჭერათხევის (სურამულის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას, გომი-ჭიათურის საავტომობილი გზაზე. თემის ცენტრი (ალი, ახალუბანი, ბრილი, დუმაცხოვი, ზემო აძვისი, კლდისწყარო, მცხეთისჯვარი, ნაბახტევი, უწლევი, ქინძათი). ზღვის დონიდან — 760 მ. მუნიციპალიტეტის ცენტრიდან — 22 კმ.

სოფელში დგას: დედაღვთისას, კვირაცხოვლის, ღვთისმშობლისა და უსანეთის ეკლესიები.

სოფელი ალი ჭერათხევის ხეობის ყველაზე დიდი სოფელია. სოფელში მაცხოვრებელთა გვარებია: ნოზაძე, ახალკაცი, გაგნიძე, გელაშვილი, პაპუაშვილი, სხილაძე, კულიჯანოვი, გარსევანოვი, ლოლაძე, ტაბაშიძე და სხვ. ყველაზე მეტად გავრცელებული გვარია ნოზაძე, მათ ამ სოფელში 11 ე. წ. „შიდა გვარი“ ანუ „შტოგვარი“ გააჩნიათ. ესენი არიან: ივანიკიანთი, გაბელიანთი, დათილიენთი, აგაშენაანთი, მამუკიენთი, უმცროსაანთი, წურიეენთი, გოგლიენთი, შიოენთი, გიგლაანთი და ბესაანთი.

ალი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ისტორიულ გზასაყარზე მდებარეობდა და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ცხოვრებაში, რამაც ხელი შეუწყო მის გაქალაქებას (XII საუკუნე). ჩრდილოეთიდან მას იცავდა ალის ციხე, ხოლო სამხრეთიდან — ნაბახტევისა. მონღოლთა ბატონობის პერიოდში ალი დაკნინდა და მცირე ქალაქად იქცა. XVIII საუკუნეში კვლავ დაწინაურდა და ზემო ქართლის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი გახდა. ალი სამეფო ქალაქი იყო და მოურავი განაგებდა.

დღემდე, ყოველგვარი არქეოლოგიური გათხრების გარეშე, შემთხვევით აღმოჩენილი საინტერესო მასალა მიგვანიშნებს, რომ ალი უძველესი დროიდან არის დასახლებული. ალის ციხის სამხრეთით არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ადრეანტიკური ხანის ვრცელი დასახლება. ვახუშტი ბატონიშვილი ალს მცირე ქალაქს უწოდებს.

ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ალი, როგორც ქალაქი წარმოიშვა XI-XII საუკუნეებში, რასაც ხელი შეუწყო მისმა მოხერხებულმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. იგი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ისტორიულ გზასაყარზე მდებარეობს, რამაც თავის მხრივ მას მნიშვნელოვანი როლი დააკისრა, იმდროინდელ სავაჭრო-ეკონომიკურ ცხოვრებაშიც, რაშიც როგორც ჩანს აქ მსახლობელნი სომეხნი და ურიანი აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მათ საქონელი, ქუცნა ამირეჯიბის სიგელის მიხედვით, გაჰქონდათ თბილისამდე და ქუთაისამდე. ალი ქალაქი იყო ჟან შარდენის მიხედვით, იქვე იყო მოწყობილი საბაჟო. 1770 წელს ქართლ-კახეთის ქალაქების აღწერაში ალი ქალაქად აღარ იხსენიება.

ალი, რომ განვითარებული და გვიანდელი ფეოდალიზმის პერიოდში მნიშვნელოვან სავაჭრო-სააღებმიცემო ურთიერთობებში იყო ჩაბმული საქართველოს სხვადასხვა ქალაქებთან, მეტყველებს აქ აღმოჩენილი რამდენიმე განძი, რომელიც საისტორიო მეცნიერებაში ალის განძის სახელწოდებით არის ცნობილი. ასეთი შემთხვევა სულ სამია ცნობილი. აქედან ერთი განძი დაკარგულია, ხოლო დანარჩენი საქართველოს სახელმწიფო და ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული. 1881 წელს გაზეთი დროება წერდა:

ვიკიციტატა
„ბევრს ადგილას სახნავ მიწებში პოულობენ ხვნის დროს ქვევრებს და სხვა ძველ ნივთებს. ამას წინათ ერთ მეწისქვილეს ეპოვნა ციხესთან ერთი ქოთანი თეთრი ფული, ნიაღვრით ჩამოეჭამა მიწა და გამოჩენილიყო. ამ ძველმა ფულებმა გაახარეს ურიები, რადგან ადგილობრივმა მამასახლისებმა ყურადღება არ მიაქციეს.“

სოფელ ალში წლების მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გამომგონებელი ვლადიმერ ბექაური, რომლის დაფინანსებითაც აშენდა სოფლის საავადმყოფო.

ეტიმოლოგია

სახელწოდება ალი ხალხური გადმოცემის მიხედვით უკავშირდება ცეცხლის ალს, რადგან ზაფხულში განსაკუთრებულად ცხელი ზაფხულია. სოფლის სახელის მეცნიერი ეტიმოლოგია წლების განმავლობაში უცნობი იყო, თუმცა მეცნიერები გვთავაზობენ ვერსიებს ტოპონიმის წარმოშობასთან დაკავშირებით. 1768 წელს აბატმა დელაპორტმა საქართველოში იმოგზაურა, რომელიც ალის შესახებ წერს:

ვიკიციტატა
„მე აღარაფერი-ღა მაქვს სათქმელი ალზე, მცირე ქალაქზე, რომელიც გორიდან ორმოც ვერსზე მდებარეობს, ერთი ვიწრო გასასვლელის მქონე მთის წინ, რომელიც ხის კარით იკეტება.“

ავტორი სარწმუნო ფაქტად მიიჩნევს ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის შემდეგ ცნობას:

ვიკიციტატა
„...მარცხნივ ჩამოვიტოვეთ ახალციხისაკენ მიმავალი გზა. შუადღისას ჩავედით ერთ პატარა ქალაქში, რომელსაც ალი ეწოდება. იგი მთებშია გაშენებული, გორიდან ცხრა ლიეს დაშორებით. ამ ქალაქიდან ორი ლიე ვიწრო ხეობით ვიარეთ, რომელიც ხის კარიბჭით ბოლოვდება. ეს არის საქართველოსა და იმერეთის სამეფოს საზღვარი.“

მეცნიერის აზრით ხის კარს ალაყაფი ეწოდება, რაც სპარსულიდან მომდინარე სიტყვაა და ნიშნავს: ალი - დიდი, მაღალი, დიდებული; ყაფე - დიდი კარი, კარიბჭე; როგორც ვარაუდობენ სწორედ ამ სიტყვიდან უნდა იყოს წარმოქმნილი ტოპონიმი ალი.[9]

ისტორია

ალი შუა საუკუნეების ფეოდალური საქართველოს ერთ-ერთი ცნობილი და დაწინაურებული ქალაქია, რასაც ხელი სწორედ მისმა მდებარეობამ შეუწყო. ქალაქი ალი მდებარეობდა აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველოს ისტორიულ გზაგასაყარზე.[10]. არქეოლოგიური გათხრების გარეშე, შემთხვევით აღმოჩენილი მასალაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ალი უძველესი დროიდან არის დასახლებული. ალის ციხის სამხრეთით აღმოჩენილია საკმაოდ ვრცელი დასახლება, სადაც ადამიანის ცხოვრების კვალი გვიანბრინჯაოს ხანიდან ჩანს. აქვე ნანახი და შესწავლილია ადრეანტიკური ხანის დასახლება და სამაროვანი.

ვახუშტი ბატონიშვილი ალს, „მცირე ქალაქს“ უწოდებს და მის შესახებ ასე მოგვითხრობს:

ვიკიციტატა
„ბრილის-წყლის შესართავს ზეით არს ალის-წყალზედ, დასავლით კიდესა ზედა, ალი, ქალაქი მცირე... გაზაფხულ-შემოდგომას ჭყვაპიან-ტალახიანი, ზამთარ ცივი, ზაფხულს ცხელი, არამედ ჰავით კეთილი, მხიარული...“

ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად ალის ქალაქად დაწინაურება მოხდა XI-XII საუკუნეებში, რასაც ხელი მისმა მოხერხებულმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ შეუწყო. იგი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობს, რამაც, თავის მხრივ, მას მნიშვნელოვანი როლი დააკისრა იმდროინდელ სავაჭრო-ეკონომიკურ ცხოვრებაშიც, რაშიც, როგორც ჩანს, აქ „მსახლობელნი... სომეხნი და ურიანი“ აქტიურად იყვნენ ჩართულნი. როგორც 1401-1405 წლებით დათარიღებული ქუცნა ამირეჯიბის სიგელიდან ირკვევა მათ საქონელი გაჰქონდათ „აქეთ თბილისამდე და იქით ქუთაისამდე“.

ალის განძები

ალის სავაჭრო-სააღებმიმცემო ურთიერთობებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებთან ჩართულობაზე მეტყველებს აქ აღმოჩენილი რამდენიმე განძი, რომელიც საისტორიო მეცნიერებაში, ალის განძის სახელწოდებითაა ცნობილი. ასეთი შემთხვევა სულ სამია ცნობილი. აღნიშნული განძებიდან ერთი დაკარგულია, ხოლო დანარჩენი ორი საქართველოს ეროვნულ და ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებშია დაცული.[14]

1881 წელს გაზეთ „დროებაში“ ვკითხულობთ:

ვიკიციტატა
„ბევრს ადგილას სახნავ მიწებში პოულობენ ხვნის დროს ქვევრებს და სხვა ძველ ნივთებს. ამას წინეთ ერთ მეწისქვილეს ეპოვნა ციხესთან ერთი ქოთანი თეთრი ფული, ნიაღვრით ჩამოეჭამა მიწა და გამოჩენილიყო. ამ ძველმა ფულებმა გაახარეს ურიები, რადგან ადგილობრივმა მამასახლისებმა ყურადღება არ მიაქციეს.“

სწორედ ეს განძი ითვლება დაკარგულად.

1925 წელს, ადგილ „ნაურიალებზე“ აღმოაჩინეს განძი, რომელსაც ალის მეორე განძი შეგვიძლია ვუწოდოთ. განძის შემადგენლობაში შემავალი ყველაზე ადრეული მონეტა თარიღდება 1310 წლით, ხოლო ყველაზე გვიანდელი 1400-1401 წლით. განძის შემადგენლობაში შედის 204 ცალი XIV საუკუნის ჯუჩიდური მონეტა, 7 ცალი — ჯალარიდების (მიეკუთვნება 1356-1382 წლებს), იოანე II ტრაპიზონელის (1280-1297 წწ.) ასპერების ქართული მინაბაძი — 1 ცალი. განძის შემადგენლობაში შედის ასევე ჯალაირიდების დინასტიის უყკანასკნელი წარმომადგენლის აჰმედ ჯალაირისა და საქართველოს მეფის გიორგი VII-ის (1393-1407 წწ.) სახელით XIV საუკუნეში მოჭრილი 249 მონეტა და გაურკვეველი სახეობის 10 მონეტა. ალის განძის ჯუჩიდურ და აჰმედ ჯალაირის სახელით მოჭრილ მონეტებს სწავლობდა თამარ ლომოური, რომელმაც ივარაუდა, რომ აღნიშნული მონეტები საქართველოში დარიალის გზიდან უნდა მოხვედრილიყო. განძი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

ალის მესამე განძი აღმოაჩინეს 1971 წელს გომი-საჩხერის საავტომობილო გზის მშენებლობის პერიოდში. ეს არის ვერცხლის მონეტებით სავსე კოჭობი, რომელიც თარიღდება XV-XVI საუკუნეებით და რომლის შემადგენლობაშიც შედის 6 ცალი ანონიმური შირვანული მონეტა, რომელიც მოჭრილია ხალილულა I-ის (1417-1462 წწ.) მეფობის პერიოდში, 53 ცალი ფარუხ-იესარის (1462-1500 წწ.) მეფობის პერიოდში მოჭრილი დაკნინებული თანგი, რომელშიც უძველესი მონეტა ჰიჯრით 834 წელს (გრიგოლის კალენდრით 1431 წელი) არის მოჭრილი, ხოლო უახლესი — 848 წელს (გრიგოლის კალენდრით 1445 წელი). აღნიშნული განძიდან 55 მონეტა ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ხოლო 4 ცალი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლის მუზეუმშია დაცული.

არქეოლოგიური აღმოჩენები

1913 წელს სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩნდა ე. წ. „აღმოსავლურ-ქართული“, ხოლო 1914 წელს გეომეტრიული ორნამენტით გრავირებული 2 კოლხური ცული. ნივთები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი).

ალის (იგივე მცხეთისჯვრის) ციხის მიდამოებში, არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილია სხვადასხვა პერიოდის მონეტები. მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ალის ციხის მიდამოებში ადგილ „გასაყიდლიანთ ვენახში“ ნამოსახლარზე ნაპოვნი ჩინური მონეტა, რომელიც ერთადერთია საქართველოში. ნამოსახლარზე დადასტურებულია სამი კულტურული ფენა: გვიანბრინჯაოს ხანის, ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევრისა და განვითარებული შუა საუკუნეების ნამოსახლარი. ინტენსიურობით გამოირჩევა განვითარებული ფეოდალური ხანის ფენა, რომელშიც აღმოჩნდა ჩინური მონეტა. ამავე ფენაში ნაპოვნია ასევე ერთი ქართული მონეტა, რომელიც გიორგი III-ს ეკუთვნის. მკვლევრები ზ. ბრაგვაძე და ა. დავითაშვილი ჩინური მონეტის შესახებ აღნიშნავენ:

ვიკიციტატა
„მონეტა დამზადებულია ბრინჯაოსაგან. ორივე მხარეს შესრულებულია ჩინური წარწერები და ოთკუთხედადაა გახვრეტილი. მასზე მოთავსებული წარწერები ამოიკითხა „ერმიტაჟის“ ჩინური მონეტების მცველმა ნ. იაკოჩკინამ. წარწერა ასე იკითხება: „ცინ- იუან ტუნ ბაო“, რაც ასე ითარგმნება „ბედნიერი წამოწყებების ეპოქის მოარული მონეტა.“

ამ მონეტას ჩინეთში სუნის დინასტიის მმართველობის ხანაში ჭრიდნენ (960–1279). არსებობდა ჩრდილოეთი (960 – 1127 წლები) და სამხრეთი (1127–1279 წლები) სუნის დინასტიები. აღნიშნული მონეტა სამხრეთი სუნის დინასტიის მმართველობის პერიოდს ეკუთვნის. მოჭრის თარიღი აღბეჭდილია მონეტის მეორე მხარეს, სადაც ზის ნიშანი „ლაუ“, რაც ნიშნავს — 6. ე. ი. მონეტა მოჭრილია მმართველობის მეექვსე წელს, ანუ 1200 წელს.

აღნიშნული მეცნიერები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, მონეტა აქ მოხვედრილიყო მონღოლთა პირველი შემოსევების შემდეგ, XIII საუკუნის მეორე ოცწლეულის დასაწყისში. ვინაიდან მონეტა 1200 წლით თარიღდება, არ გამოირიცხება ვარაუდი, რომ იგი აქ მართლა მონღოლებს მოეტანათ. ასეთ ვარაუდს მხარს უჭერს ის გარემოებაც, რომ მცხეთიჯვრის შუა საუკუნეების კულტურული ფენა სწორედ XIII საუკუნეშია ძალდატანებით განადგურებული, რაზეც მეტყველებს მძლავრი ნახანძრალი ჰორიზონტი, რომელიც შესაძლოა, რაღაც საომარ მოქმედებასთან იყოს დაკავშირებული.

ისტორიული წყაროები

სოფელი ალი პირველად ქართულ საისტორიო წყაროებში 1178 წელს მოიხსენიება გუჯარში, რომელიც გიორგი III-ს (1156-1184 წწ.) ეკუთვნის, მასში ნათქვამია, რომ ალს, სამთავისის სამწყსოში შემავალ სხვა სოფლებთან ერთად სამთავნელის სასარგებლოდ ემართა ვერცხლის დრამა:

ვიკიციტატა
„უმეტესად სამ-სამი - 19 სოფელს, ოთხ-ოთხი - 5 სოფელს... ექვსი დრამა - სოფელ ალს...[11]

მონღოლთა ბატონობის პერიოდში ალის, როგორც ქალაქის, მნიშვნელობა ეცემა, თემურლენგის შემოსევების შედეგად კი მთლიანად განადგურდა. ეს მოხდა 1403 წელს, როცა თემურ-ლენგი ალის გზით დასავლეთ საქართველოში გადავიდა და ალის ხეობა მთლიანად ააოხრა. ალი აღადგინა ქუცნა ამირეჯიბმა,[ბ] რომელიც თავის სიგელში მიუთითებს: „ჩვენგან აშენებული ალი“. ქუცნა ამირეჯიბმა ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესიას შესწირა „გამოღმა ალი სრულიად, ბაჟის მესამედი; ორი კვამლი შიგ ალში ნასყიდი ურიები ...“ ამავე სიგელით ირკვევა, რომ ალი ერთი პერიოდი იმერეთის მეფე ალექსანდრე I-ს (1387-1389 წწ.) აუღია და ამირეჯიბებისათვის წაურთმევია, მაგრამ შემდეგ ისევ დაუბრუნებია.[24][25]

XVI საუკუნის 30-იან წლებში ალი იმერეთის სამეფოს შემადგენლობაშია. ლუარსაბ I მას ბაგრატ იმერთა მეფეს (1510-1566 წწ.) აძლევს. ბერი ეგნატაშვილი წერს, რომ

ვიკიციტატა
„ქორონიკონს სიდ (1526) მისცეს მეფე ბაგრატს ქართლი, მეფესა იმერეთისასა, არადეთის წყალს გამოღმა ალი, სურამი და ახალდაბა.“

ასეთი მდგომარეობა გრძელდება ამავე საუკუნის 60-იან წლებამდე, კერძოდ, 1554 წლამდე, როცა შაჰ-თამაზმა დაიპყრო სურამის მხარე.

ალი XVI საუკუნის II ნახევარში გარკვეული პერიოდის განმავლობაში წარმოადგენდა სვიმონ I-ის (1556-1600 წწ.) რეზიდენციას. XVIII საუკუნის 20-იან წლებში ვახტანგ VI რუსეთში გამგზავრებამდე, 1723 წელს რამდენიმე თვით იდგა სოფელ ალში, აქედან გადავიდა იგი იმერეთის გავლით რაჭაში, ხოლო შემდეგ, 1724 წელს გაემგზავრა რუსეთში.

XVII საუკუნის ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა 1672-1673 წლებში, წერს:

ვიკიციტატა
„ქართლში ოთხი ქალაქია: გორი, სურამი, ალი და ტფილისი.“

ჟან შარდენისვე მიხედვით ალი პატარა სოფელია:

ვიკიციტატა
„...შუა დღისას მივედით ერთ პატარა სოფელში, რომელსაც ალი ეწოდება. ის ცხრა ეჯზე არის გორიდამ და ორ მთას შორის მდებარეობს...“

XVII საუკუნის 70-იანი წლებისთვის, როცა ჟან შარდენმა იმოგზაურა საქართველოში, ალი ძალზე დასუსტებულია.[29]

XVIII საუკუნიდან ალი სისტემატიურად განიცდის ლეკთა თავდასხმებს. განსაკუთრებით მძიმე იყო ალისათვის 1758 წლის ლეკთა თავდასხმა ჩონჩოლ-მუსას ხელმძღვანელობით. მათ დაარბიეს ალი, აიღეს ალის ციხე და მრავალი ტყვე წაიყვანეს. აღნიშნული ფაქტის შესახებ თეიმურაზ ბაგრატიონი წერს:

ვიკიციტატა
„ჟამსა ამას განავრცელს ლეკთა ხვდომაი და გამოხდა ჩონჩოლ-მუსა... მოვიდნენ ლეკნი ზღუდერს... მუნ იქმნა მცირედი კინკლაობა, გატრიალდნენ მუნით ლეკნი, მივიდნენ და აიღეს ალი და აღვიდნენ ახალციხეს.“

დემოგრაფია

1715 წელს შედგენილი რუისის სამწყსოს დავთრის მიხედვით ალში 22 კომლი ცხოვრობს. მათი სახელებია: თვალიკაკაშვილი საბა, ნებიერიძე დავითა, გრიგალაშვილი თუდარჩა, გიგინაშვილი გიორგი, გოჩაშვილი გიორგი, გოჩაშვილი სეხნია, კვინიკაძე თამაზა, კვინიკაძე ბერი, დალაქი ვახუშტი, პირველაშვილი გიორგი, პერენიძე მამუკა, მეზვრე ხახუტა, კაპანაძე შოშიტა, ჭურაძე გიორგი, ჯვარელიძე ლაზარე, დვალი ნადირა, დემეტრე, ხუცო, ჟოჟუაშვილი ბეჟუა, დათუნა, ატოცელი გიორგი, ატოცელი ზაზუტა.

თბილისის ვილაიეთის 1728 წლის დიდი დავთრის მიხედვით, ალი ექვემდებარება ამილახვარს და შედის საამილახვროს ნაჰიეში. სოფელში 193 კომლი ცხოვრობს. დავთრიდან კარგად ჩანს, რომ ალი კვლავ მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრია. აღწერის მასალებით აქ დუქნების რაოდენობა 61 ყოფილა. წარმოდგენილია მეურნეობის ისეთი დარგები, როგორიცა მემინდვრეობა, მევენახეობა, მესაქონლეობა. მოსახლეობა იხდის ოსმალურ გადასახადებს: ისფინჯის, უშრის, არუსენას, თაფუს, დიშთიბანის და სხვა. საერთო ოსმალური გადასახადების რაოდენობა შეადგენს 20000 ახჩას.

იოანე ბატონიშვილის „ქართლ-კახეთის აღწერის“ მიხედვით, XVIII საუკუნის ბოლოს, ლეკიანობის დამანგრეველი ძალის მიუხედავად, ალი მოსახლე სოფელია.

1818 წლის აღწერით ალში 44 კომლი ცხოვრობს — 147 მამაკაცი და 103 ქალი. ამავე აღწერის მიხედვით სოფელ ალში მცხოვრები გლახა ნოზაძე, რომელიც ჩაწერილია № 39 გლეხად, გადმოსახლებულია ჯავახეთიდან. 1815 წელს იგივე გვარის მოსახლე ლაზარე ნოზაძე კი იმერეთიდანაა ჩასახლებული. ამ დროისათვის კომლთა უმეტესობას ნოზაძეები შეადგენენ. ამავე აღწერის მიხედვით სურამელი ებრაელების (ფიჩხაძეების) წინაპარი მოსე ფიჩხაძე ალიდანაა გადასული.

1865 წლის კამერალური აღწერის მიხედვით ალში 93 კომლი ცხოვრობდა (90 სახელმწიფო და 3 დროებით ვალდებული გლეხი).[35] 1886 წლის აღწერით, აქ უკვე 199 კომლი მოსახლეა (618 კაცი და 485 ქალი, სულ 1103 კაცი). ეროვნული შემადგენლობის მიხედვით, ალში ქართველი იყო 161 კომლი, სომეხი — 45. ებრაელები ამ დროს ალში უკვე აღარ ცხოვრობენ.

2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1375 ადამიანი[36]. 2014 წელს კი ფიქსირდება კლება, სოფელში ცხოვრობს 1068 კაცი, საიდანაც 549 მამაკაცია, ხოლო 519 ქალი.კულტურული მემკვიდრეობა

სოფელში და მის მიმდებარედ რამდენიმე ეკლესია მდებარეობს. ესენია: ალის ღვთისმშობლის ეკლესია, უსანეთის ეკლესია (ორივე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი), დედაღვთისა და ალის კვირაცხოვლის ეკლესია.

ღვთისმშობლის ეკლესია

უსანეთის ეკლესია

ღვთისმშობლისა და უსანეთის ეკლესიებს 2006 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭათ ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია

 

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати