USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Тбилиси
ალექსეი ნავალნი ქართველების მიმართ „დამამცირებელი ეპითეტისთვის“ ბოდიშს იხდის და ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
дата:  674

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ქართველების მიმართ „დამამცირებელი ეპითეტისთვის“ ბოდიშს იხდის და საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ იგი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“მინდა მიხეილ სააკაშვილზე ვთქვა. მას არ ვიცნობ და არასდროს არ შევხვედრივარ. მისი გუნდიდან არავის არ ვიცნობ და არავის არ უთხოვია ეს პოსტი დამეწერა.

ჩემი სირცხვილია, ძალიან სუსტად წარმომიდგენია ქართული პოლიტიკა და შემიძლია რამე ისე არ ვთქვა.

საკუთარი კიდევ უფრო დიდი სირცხვილისთვის, მე როგორღაც იმის გავლენის ქვეშ, რომ ჩემი ამხანაგი ცხინვალში დაბომბვის ქვეშ იმყოფებოდა, 2008 წელს დავწერე პოსტი ქართველებისადმი დამამცირებელი ეპითეტით. ამისთვის ბოდიში მოვიხადე და კვლავ ვიხდი, მაგრამ ვიცი, რომ ამასთან დაკავშირებით ჩემ მოსაზრებას საქართველოში არც ისე დიდი წონა აქვს.

ამისდა მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე დამეწერა, როგორც ადამიანსა და ქრისტიანს, რადგან რთულია ამის ყურება.

სააკაშვილი იტანჯება, მისი ოჯახი იტანჯება, და მიმდინარე რამ მთლიანად საქართველოსთვის ცუდია, და ამაში რამე კარგი იმათთვისაც არ არის, ვინც სააკაშვილის ციხეში ყოფნა მის სიკვდილამდე სურთ.

საქართველოს ბედნიერი ევროპული მომავლის მჯერა. ეს მაგარი ქვეყანაა, რომელსაც აყვავებისთვის ყველაფერი აქვს. მჯერა, რომ პოლიტიკური დაპირისპირება (სად არ არის იგი?) მშვიდობიანად და სასიკეთოდ გადაწყდება.

მაგრამ ყოფილი პრეზიდენტი, აი, ეს პატიმრობა და ტანჯვა საშინელი და უგულოა. ევროპულ არჩევანს ურტყამს, განვითარებას ურტყამს, ნორმალური მომავლის შანსებს ამცირებს. მორალურ მდგომარეობას ამცირებს და ქვეყანას სიბრაზით ავსებს.

სააკაშვილი ძალიან ავად არის და სიმულაციაზე ყველა საუბარი სისულელეა. დამიჯერეთ ციხეს ყველას ჯანმრთელობა მიაქვს და დიდი სისწრაფით…მისი სამკურნალოდ გამოშვება განაჩენის გადავადებით ან რამე მსგავსის გაკეთება, რაც საშუალებას მისცემს მხარეებს კანონი დაიცვან და სახე შეინარჩუნონ - ეს იქნებოდა ყველაზე სწორი რამ…მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და მიხეილ სააკაშვილის ყველა ოპონენტს ქრისტიანული შეწყალებისა და მშვიდობისმყოფელობის სულით ეს ნაბიჯი გადადგან", - წერს ნავალნი და დასძენს ქართულ ენაზე: "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ".

https://twitter.com/navalny

 

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати