USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
ალექსეი ნავალნი გერმანიაში სამკურნალოდ გადაჰყავთ
Date:  1004

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გერმანიაში სამკურნალოდ გადაჰყავთ, ამ მიზნით ის უკვე მოათავსეს თვითმფრინავში. ამის შესახებ პოლიტიკოსის პრესსპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით Reuters-ი წერს.

გადაწყვეტილება ექიმებმა კონსილიუმზე მიიღეს, რომელსაც ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნი ესწრებოდა. რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლმა იულია ნავალნიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართა და თავისი ქმრის გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანის ნებართვის გაცემა მოსთხოვა.

ომსკის საავადმყოფოს ექიმები ალექსეი ნავალნის გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანას დაეთანხმნენ.

20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. პოლიტიკოსის მდგომარეობა მძიმეა, ის ხელოვნურ კომაში იმყოფება და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა შეერთებული.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way