USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
ალექსეი არესტოვიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
дата:  652

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, - ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

„დავწერე განცხადება გადადგომის შესახებ. მინდა გაჩვენოთ ცივილიზებული ქცევის მაგალითი: ფუნდამენტური შეცდომა ნიშნავს გადადგომას“, - წერს არესტოვიჩი.

არესტოვიჩი ამტკიცებდა, რომ დნიპროში მრავალსართულიანი შენობის აფეთქება უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის ამოქმედების შემდეგ მოხდა. მოგვიანებით არესტოვიჩმა ახალი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც განმარტა, რომ თავდაცვის სისტემის მუშაობის შესახებ მას მეგობარმა უთხრა, რომელიც აქამდე არასოდეს შემცდარა, თავად არესტოვიჩმა კი ამ განცხადების მტკიცებითი ფორმა გადაღლილობას დააბრალა. მოგვიანებით მან ეს განცხადებაც წაშალა და დაწერა, რომ ინტერვიუში ამბობს ფრაზებს „როგორც ჩანს“ და „ეს ჯერ კიდევ გასარკვევია“, რაც იმაზე მეტყველებს, რომ განცხადება სახლში თავდაცვის სისტემის რაკეტის მოხვედრის შესახებ მხოლოდ ვერსიაა, რომლის შემოწმებაა საჭირო.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати