USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
თბილისი
ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინის ხელმძღვანელობა კორუმპირებული და არაადეკვატურია, ზეწოლას ახდენს ბიზნესზე, სამოქალაქო თავისუფლებებსა და პოლიტიკურ კონკურენტებზე
თარიღი:  453

უკრაინის ხელმძღვანელობა კორუმპირებული და არაადეკვატურია, ზეწოლას ახდენს ბიზნესზე, სამოქალაქო თავისუფლებებსა და პოლიტიკურ კონკურენტებზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ შეცდომები დაუშვა, რამაც მდგომარეობა სტრატეგიულ ჩიხამდე მიიყვანა. ბახმუტის დაცვაში ქვეყნის არმიამ უდიდესი რესურსი დახარჯა, რის გამოც სამხრეთში ახლა რესურსების ნაკლებობაა.

„რუსეთს, თავისი ყველა ნაკლოვანების მიუხედავად, აქვს რეალური სუვერენიტეტი, მაგრამ ჩვენ არა. რუსეთი იღებს კანიბალურ გადაწყვეტილებებს, მაგრამ არსებული სიტუაციის ადეკვატური გადაწყვეტილებებია, ჩვენი ხელმძღვანელობა კი კორუმპირებულია და არაადეკვატური – როგორც ჩვენი მთავარი სპონსორები და პარტნიორები მუდმივად აღნიშნავენ. ეს პოლიტიკა ჩიხში მიგვიყვანს. ჩვენმა ხელმძღვანელობამ, ჩემი აზრით, დიდი ხნის წინ ამოწურა თავისი კომპეტენციის ზღვარი. მათ არც კი სურთ ხალხს სიმართლე უთხრან – 1991 წელს საზღვრები არ იქნება და უახლოეს მომავალში ყირიმი არ იქნება, მაგრამ იქნება თავდაცვა, სისხლი, ოფლი, ცრემლები“, – განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის