USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინის მთავრობამ სისულელით და კორუფციით ბევრი მიზეზი შექმნა ქვეყნის მიტოვებისთვის
თარიღი:  487

მთავარი პრეტენზია და ტვირთი მათ წინააღმდეგ უნდა იყოს, ვინც დიდ ომში მიგვატოვა, სრულ მხარდაჭერას დაგვპირდა და ამის გარეშე დაგვტოვა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ამასთან, მისივე თქმით, უკრაინის მთავრობამ სისულელით და კორუფციით, ბევრი ფორმალური და არაფორმალური მიზეზი შექმნა უკრაინის მიტოვებისთვის.

როგორც არესტოვიჩი წერს, დავით არახამიას ინტერვიუ არის ომის გაგრძელებისთვის პასუხისმგებლობის გადატანა ბორის ჯონსონზე.

„ჩვენ მოვიგეთ ჩვენი ომი. გავტეხეთ რუსეთის ფედერაციის საკადრო არმია და შემოჭრის გეგმა დასავლეთის მინიმალური დახმარებით: პირველი რამშტაინი – უკვე 26 აპრილს, პირველი სერიოზული მიწოდება – ივნისის ბოლოს. ჩვენი ომი შეიძლება დაგვირგვინებულიყო სტამბოლის ხელშეკრულებებით და რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი ცოცხალი ყოფილიყო. შემდეგ დაიწყო კიდევ ერთი ომი. ჩვენ ვერ მოვიგებდით ამ მეორე ომს თვითმფრინავების და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების, სახმელეთო ჯარების ხუთჯერ მეტი მარაგის გარეშე. არცერთი ეს არ მომხდარა. ჩვენ ამაში დიდი ფასი გადავიხადეთ, მაგრამ ეს მაინც პრობლემის ნახევარია. მეორე ნახევარი არის ახალი სამშვიდობო შეთანხმება, რომლის ჩვენთვის დაწესებას შეეცდებიან. „გარიგების“ ზოგადი მონახაზები ასეთი იქნება: იმდენი ინვესტიცია ჩავდეთ თქვენში, თქვენ კი ისეთი კორუმპირებული და სულელები ხართ, არ გამოგივიდათ, ახლა პუტინს დაუტოვეთ ოთხი რეგიონი და – კარგი“, – დაწერა ალექსეი არესტოვიჩმა.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის