USD 2.6951
EUR 3.1737
RUB 3.4250
თბილისი
ალექსეევკას დასახლებაში, რევაზ ბებიას ქუჩაზე გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
თარიღი:  
ამგორის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
ამჯერად, გზის მოწყობის სამუშაოები ალექსეევკას დასახლებაში, რევაზ ბებიას ქუჩაზე მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 2400 კვ. მ ფართობზე იგება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 280 000 ლარია გამოყოფილი.
 მიმდინარე სამუშაოებს რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ადგილზე გაეცნო.
 
თბილისი
თელასი - 29 დეკემბერს მთაწმინდის და დიდუბის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 29 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის და დაბა წავკისის მოსახლეობას. 

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის  გამზირის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, დიღმის  მასივის III, IV, V, VI კვარტლების, ცისკარიშვილის, ბელიაშვილის, ახმეტელის, ლუბლიანას და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას. 

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის