USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
ალექსანდრე ნავალნი - „რუსეთმა საქართველოს სრული ბლოკადა უნდა დაუწესოს და საქართველოს ყველა მოქალაქე რუსეთიდან უნდა გააძევოს“.
თარიღი:  12267

ალექსეი ნავალნი
(შტრიხები პორტრეტისათვის)

ბოლო დღეებში მსოფლიო საზოგადოებამ, უცხოეთის სახელმწიფოების ლიდერებმა „კოვიდ-19“-ის პანდემია დროებით დაივიწყეს და ყველა რუსი „ოპოზიციონერის“ ალექსეი ნავალნის მდგომარეობის გამო შეშფოთდა. ამჟამად იგი ბერლინის კლინიკაში მკურნალობს და მის სიმშვიდეს გერმანიის პოლიცია დარაჯობს.

უკრაინაში მის შესახებ ბევრმა მხოლოდ ის იცის, რომ იგი თითქოსდა რუსეთის პრეზიდენტის მოწინააღმდეგეა და რომ მან რუსეთში კორუფციასთან ბრძოლის ფონდი დაარსა და ამ სფეროში თავისი ჯგუფით გარკვეულ გამოკვლევებს აწარმოებს. თუმცა რაღაც-რაღაცეებს თუ გავიხსენებთ, მასზე უფრო მეტის თქმა შეიძლება.

ალექსეი ნავალნის უკრაინული ფესვები აქვს (მამამისი ჩერნობილის/ივანკოვსკის რაიონშია დაბადებული), უმაღლესი განათლება რუსეთში მიიღო (1998 წელს დაამთავრა მოსკოვის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის იურიდიული ინსტიტუტი), შემდეგ კი ნახევარწლიანი პროგრამით იელის (აშშ) უნივერსიტეტში სწავლობდა.
რაც შეეხება შრომით საქმიანობას: სხვადასხვა დროს დაკავებული იყო ბიზნესით, ფლობდა კომპანიების აქციებს, იყო ადვიკატი, ბლოგერი... ათი წლის წინათ ალექსეი ნავალნიმ პირველად უწოდა მმართველ პარტია „ედინაია როსსიას“ „თაღლითებისა და ქურდების პარტია“.

დღეს ალექსეი ნავალნი პოპულარული იუთუბ-არხების - „ალექსეი ნავალნის“ და „ნავალნი ლაივის“ ავტორია.

ბევრი თვლის, რომ ალექსეი ნავალნი რუსი ლიბერალია, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ იგი ადრე პარტია „იაბლოკოს“ წევრი იყო და იქიდან გააძევეს... პარტიისათვის პოლიტიკური ზიანის მიყენების გამო, კერძოდ, „ნაციონალისტური საქმიანობისათვის“. მოგვიანებით მან დააარსა ნაციონალურ-დემოკრატიული მოძრაობა „ხალხი“, იღებდა აქტიურ მონაწილეობას ნაციონალისტური მოძრაობის „რუსული მარშის“ მსვლელობებში.
როცა რუსეთის ჯარებმა საქართველოს შეუტიეს, ალექსეი ნავალნიმ რუსეთის მხარე დაიკავა. მან თავის ბლოგში ქართველებს («Грузин») „მღრღნელები“ («грызуны») უწოდა და რუსეთის ხელისუფლებას მიმართა აქტიურად დახმარებოდა სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს სამხედრო და ფინანსური თვალსაზრისით. ალექსეი ნავალნის იმდროინდელი განცხადებით, „რუსეთმა საქართველოს სრული ბლოკადა უნდა დაუწესოს და საქართველოს ყველა მოქალაქე რუსეთიდან უნდა გააძევოს“.

ალექსეი ნავალნის ნაციონალისტური შეხედულებები და საქმიანობა ფართო დისკუსიას იწვევდა ლიბერალურ ინტელიგენციას შორის, როცა 2013 წელს მან თავისი თავი მოსკოვის მერის კანდიდატად წამოაყენა.. სხვათა შორის, სწორედ იმ დროს ჰკითხეს მას ზემოთხსენებული ბლოგის შესახებ, რაზედაც მან უპასუხა: „დიახ, ქართველებს „გრიზუნები“ ვუწოდე ჩემს პოსტში, ეს კარგად არ გამომივიდა და ამაზე ვნანობ, მაგრამ ყველა დანარჩენს, რაც მაშინ დავწერე, დღესაც ხელს ვაწერ“ (ანუ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, საქართველოს ბლოკადაზე და მოქალაქეების გაძევებაზე ალექსი ნავალნის თავისი აზრი არ შეუცვლია).
წყარო: უკრაინული სააგენტო "უნიან".

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის