USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
ალექსანდრე ლუკაშენკო - საქართველოს მობეზრდა დასავლური დაპირებები და სურს დაუბრუნდეს დსთ-ს ბაზარზე: ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით ამ რთულ დროს
თარიღი:  432

საქართველო სავსეა დასავლეთის დაპირებებით და სურს დაბრუნდეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებზე. რუსული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ დღეს, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე განცხადა.

მისი თქმით, "ჩვენ ერთად უნდა დავრჩეთ".

„საქართველოს მაგალითი. თქვენ ხედავთ მათ პოლიტიკაში გარკვეულ ცვლილებას: მობეზრდათ დასავლური და სხვა დაპირებები და სურთ ისევ ჩვენს ბაზარზე დაბრუნდნენ, რადგან არავინ შეგიშვებთ თავიანთ ბაზრებზე რძით, ხორცით, ღვინით. ბაზრები დიდი ხანია დანაწილებულია და მათთვის მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს. ეს არის მეორე მიზეზი, რის გამოც ჩვენ ერთად უნდა დავრჩეთ. ეს არის ჩვენი ათვისებული ბაზარი", - განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის ლიდერმა აღნიშნა, რომ თუ დასავლეთის მხრიდან რაიმეს შეთავაზება მოხდება, ეს იქნება მხოლოდ რესურსების სანაცვლოდ ან დასავლეთისთვის მომგებიანი პოლიტიკური კურსის გატარებისთვის.

„ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით ამ რთულ დროს" , - დასძინა ლუკაშენკომ.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის