USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
ალექსანდრე ლუკაშენკო - ქვეყნის ხელმძღვანელობამ მიიღო ყველაზე მკაცრი ზომები, რათა შეეჩერებინა "ნეონაციზმის ტალღა" რესპუბლიკაში
Date:  818

ავიაკომპანია Ryanair-ის რეისთან დაკავშირებული სკანდალის კომენტირებისას, რომელსაც 23 იანვარს მინსკის აეროპორტში დაფრენა აიძულეს, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსი საერთაშორისო ნორმების მიხედვით მოქმედებდა

„ჩვენ ინფორმაცია მივიღეთ, რომ თვითმფრინავში ბომბია, როდესაც ის ბელარუსის ატომური ელექტროსადგურის თავზე იმყოფებოდა. როგორც უნდა მოვქცეულიყავით? რაც შეეხება ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თვითმფრინავს დაფრენა ბელარუსის შეიარაღებული ძალების ავიაგამანადგურებელმა აიძულა, ეს სრული სიყალბეა. Ryanair-ის ეკიპაჟს კავშირი ჰქონდა ვილნიუსის აეროპორტთან, მაგრამ საბოლოოდ მინსკში დაფრენის გადაწყვეტილება მიიღო“ - განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს თქმით, ის „კანონიერად მოქმედებდა და ავიალაინერის მგზავრებს საერთაშორისო ნორმების შესაბამისად იცავდა“.

ბელორუსის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობამ მიიღო ყველაზე მკაცრი ზომები, რათა შეეჩერებინა  "ნეონაციზმის ტალღა" რესპუბლიკაში. "ჩვენი ქმედებები შეიძლება გადაჭარბებული ჩანდეს მათთვის, ვინც ამართლებს მათ სისასტიკეს. მაგრამ ეს სტრატეგია ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - თქვა ლუკაშენკომ

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way