USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
ალექსანდრე ლუკაშენკო - კორონავირუსი უსიმპტომოდ გადავიტანე და ვლადიმერ პუტინსაც შევხვდი
თარიღი:  894

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ უსიმპტომოდ გადაიტანა კორონავირუსი.

„ბოდიშს ვიხდი ჩემი ხმის გამო. ბოლო დროს ძალიან ბევრი ლაპარაკი მიწევს. თუმცა ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ დღეს თქვენ შეხვდით ადამიანს, რომელმაც ფეხზე მდგომმა შეძლო კორონავირუსის გადატანა. ასეთი დასკვნა ექიმებმა გუშინ გააკეთეს. უსიმპტომოდ. როგორც ვამბობდი, მოსახლეობის 97%-ს ჩვენთან ეს ინფექცია უსიმპტომოდ გადააქვს. მადლობა ღმერთს, რომ მე ამ უსიმპტომო ადამიანების ჯგუფში მოვხვდი. და ბოლოს, მე მოვხვდი იმ ბელარუსების ოქროს ფონდში, ვინც ეს ვირუსი გადაიტანა“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ზაფხულის დასაწყისში, როცა ლუკაშენკოს უკვე, სავარაუდოდ კორონავირუსი ქონდა, ის შეხვდა ვლადიმერ პუტინს.

"მე თურმე უსიმპტომო კორონავირუსი მქონია, ხოლო პუტინი ჯანმრთელად გრძნობს თავს" - განაცხადა ლუკაშენკომ

შეგახსენებთ, ლუკაშენკო თავდაპირველად კორონავირუსს ფსიქოზს უწოდებდა. მისივე თქმით, ვირუსისგან გამოწვეული პანიკით უფრო მეტი ადამიანი დაზარალდება, ვიდრე თავად დაავადებით.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის