USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
ალექსანდრე ლაპშინი - თუ ისრაელს "ჰამასის" საბოლოო დამარცხება სურს, ამის გაკეთება მას 2-3 დღეში შეუძლია
дата:  676

ცნობილი ებრაელი ბლოგერი და მოგზაური ალექსანდრე ლაპშინი ახლო აღმოსავლეთში, ისრაელ-პალესტინის გამწვავებულ დაპირისპირებას ეხმაურება და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს სოციალურ ქსელში:

„სულ უფრო ხშირად მეკითხებიან, რატომ არ ვაკეთებ კომენტარს ისრაელში შექმნილ ვითარებაზე, სადაც, ღაზში რამდენიმე დღის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ისრაელსა და ჰამასის რადიკალურ ისლამისტებს შორის.

მე აქამდე  კომენტარს არ ვაკეთებდი, რადგან ეს ყველაფერი არის მთლიანად კონტროლირებადი და წინასწარ დაგეგმილი კონფლიქტი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა მხარის ინტერესებს. ეს არ არის პირველი ასეთი კონფლიქტი, მსგავსი კონფლიქტები მეორდება ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ. სცენარი ყოველთვის უცვლელია და უცვლელია შედეგებიც. რამდენიმე პუნქტი:

1. რადიკალური პალესტინის ჯგუფი "ჰამასი" შეიქმნა მე -20 საუკუნის 80-იან წლებში, თავად ისრაელის სპეცსამსახურების მიერ, რათა მათი საშუალებით გაეწონასწორებინათ „ფატაჰის მოძრაობა“, რომელსაც იასერ არაფატის მეთაურობდა.

ძალიან სწრაფად, „ჰამასი“ გაძლიერდა და დაიწყო მძაფრი დაპირისპირება პალესტინის საზოგადოების ორი ნაწილს შორის. ამ ბრძოლას გამარჯვებული არ ყავდა, ეს ორი ძალა პერმანენტულად ასუსტებდნენ ერთმანეთს. მსგავსი სცენარი არა მარტო ისრაელის, არამედ მეზობელი არაბული სახელმწიფოებისა და შეერთებული შტატების ინტერესებში შედიოდა. ეს სასარგებლოა ერდოღანის თურქეთისთვისაც, როგორც მიზეზი იმისა, რომ კიდევ ერთხელ გააკეთონ ხმამაღალი განცხადებები იმის შესახებ, რომ ისინი გაათავისუფლებენ "თურქულ" იერუსალიმს სიონისტებისგან და ამით მუშაობენ შიდა თურქულ საზოგადოებაზე.

2. დღეს არსებითად პალესტინაში ორი სახელმწიფოა, ერთი ღაზას სექტორში და რომელსაც ჰამასი მართავს, მეორე დასავლეთ სანაპიროზე და რომელსაც ფატაჰი მართავს. ისინი არ ცნობენ ერთმანეთს, ვერ აერთიანებენ ძალებს საერთო მიზნის მისაღწევად და ძირითადად დაკავებულები არიან გაეროს და ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის სხვა სპონსორების მიერ გამოყოფილი ფულის მოპარვით. დღეს პალესტინის ხელისუფლების ლიდერები ოფიციალური დოლარიანი მილიარდერები არიან, გაღარიბებული და სასოწარკვეთილი პალესტინელი მოსახლეობის ფონზე.

3. დღეს კიდევ ერთი ომი და განადგურებაა საჭირო, რომ რეკონსტრუქციის საბაბით მილიარდობით საერთაშორისო დახმარება მოიპარონ. შეგახსენებთ, რომ 2000, 2006, 2009 და 2014 წლებში უკვე მოხდა კონფლიქტის ზუსტად მსგავსი სცენარით პროვოცირება, რის შედეგადაც მოხდა ასტრონომიული თანხების გადასროლა განადგურებულ ღაზაში, უძირო კასრში, სადაც ამ წლების განმავლობაში 150 მილიარდი დოლარი იქნა „ჩასხმული“ რეკონსტრუქციისთვის. თუმცა, დღეს ეს ფული გამქრალია და ღაზა კვლავ ნანგრევებშია.

4. თუ ისრაელს "ჰამასის" საბოლოო დამარცხება სურს, ამის გაკეთება მას 2-3 დღეში შეუძლია. დღევანდელი ისრაელი ეს არის - ყველაზე ძლიერი საბრძოლო არმია შუა აღმოსავლეთში, ბირთვული ქვეყანა, რომელსაც უფრო მეტი თვითმფრინავი ყავს ვიდრე დიდი ბრიტანეთს ან საფრანგეთს, ქვეყანა თითქმის 5000 ტანკით, ქვეყანა მსოფლიოში ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებული არმიით. რას შეუძლია დაუპირისპიროს ამას ჰამასმა? ათი ათასობი ბოევიკი, რომლებიც შეიარაღებულნი არიან კალაშნიკოვის ავტომატებით, ყუმბარტყორცნებითა და ხელნაკეთი ტიპის "გრადის" რაკეტებით?

ყურადღება, რიტორიკული კითხვა. ჰამასთან ყოველი ახალი ომის დროს, ისრაელის ხელისუფლება ემუქრება მათ თაღლითობას, მაგრამ ისინი ამ მუქარის რეალიზებას არასოდეს არ ახდენენ. რატომ? პასუხი ასევე რიტორიკულია.

5. ვგრძნობ ტკივილს და ვწუხვარ უბრალო ხალხის (მათ შორის ჩემი ახლობლებისთვის) მდგომარეობაზე, რომლებიც იძულებულნი არიან ამ წუთებში დაემალონ რაკეტებს თავშესაფრებში, ვწუხვარ დაღუპულთა და დაჭრილთათვის. თუ მათ მიაჩნიათ, რომ მათი მდგომარეობა გამართლებულია იმით, რომ მათი ტანჯვა დიდი პოლიტიკის თანმდევი მოვლენაა, დაე მსგავსი აღქმა სიტუაციის, უფრო ადვილი იყოს მათთვის. მე ნამდვილად არ ვიცი, კიდევ რა დავამატო ამ საკითხს.

6. დიახ, მე თვითონ მივიღე მონაწილეობა ღაზას სექტორში ორ ომში, ჯერ როგორც ისრაელის არმიის ჯარისკაცი, შემდეგ კი რეზერვისტი. მე მთელი ეს "სამზარეულო" შიგნიდან და საფუძვლიანად შევისწავლე.

მშვიდობა ყველას“- წერს ბლოგერრი საკუთარ სოციალურ ქსელში.

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати