USD 2.7483
EUR 3.1138
RUB 3.3149
Тбилиси
ალექსანდრე გოგინავა - „შესაძლებელია, საჭირო გახდეს დამატებითი შეზღუდვების დაწესება“
дата:  494

ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასა და ვაქცინაციის დაბალ ტემპზე ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ჰოსპიტლებში პრაქტიკულად ადგილები არ არის.

ამასთან, ინფექციონისტი ამბობს, რომ ვაქცინაცია ამ ეტაპისთვის ჩავარდნილია.

„ეპიდსიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, ამას ერთვის ისიც, რომ მობილობა არის გაზრდილი. მოსახლეობის დიდი ნაწილი არ იტარებს ვაქცინაციას და ტემპი საკმაოდ დაბალია. აქედან გამომდინარე ის რისკებიც არსებობს, რომ ჰოსპიტალური სექტორი კიდევ უფრო გადაიტვირთოს.

შესაძლებელია საჭირო გახდეს დამატებითი შეზღუდვების დაწესება. ვაქცინაცია წარმოადგენს მთავარ საბრძოლო საშუალებას პანდემიასთან და მოკლევადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, ასევე, მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა“, - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати