USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ალექსანდრე დუგინი - თუ შევადარებთ ივანიშვილის "ქართული ოცნებისა" და სააკაშვილის გუნდის სტრუქტურას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ქართული ოცნება" ბევრად უკეთესია
თარიღი:  2093

ალექსანდრე დუგინი რუსეთის პრეზიდენტის ერთ-ერთი თავგამოდებული მხარდამჭერია. ის გახლავთ ფილოსოფოსი, პოლიტოლოგი, პუბლიცისტი, თანამედროვე რუსული გეოპოლიტიკური სკოლის დამფუძნებელი და ევრაზიული მოძრაობის ლიდერი. ალექსანდრე დუგინი ცნობილია თავისი ფაშისტური ხედვებით.  დუგინის ევრაზიული იდეა რუსეთის ექსპანსიასა და ევრაზიულ კონტინენტზე რუსეთის უპირატეს სულიერ-პოლიტიკურ როლს უჭერს მხარს და რუსულ მართლმადიდებლურ ხედვაზეა დაფუძნებული.

10 ივლისს, ალექსანდრ დუგინმა, პრორუსული ინტერნეტტელევიზიის "ალტ-ინფოს" ეთერში "ქართული ოცნებისა" და პირადად ივანიშვილის როლზე ისაუბრა. წამყვანის კითხვაზე, თუ რატომ შეცვალა მან პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში, დუგინმა შემდეგი რამ განაცხადა:

"ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს იმპერიული ელემენტი. ეს იყო ყოველთვის, ამის უარყოფა აბსურდული იქნებოდა. თუ წარმოვიდგენთ, რომ მაშინ რუსული ტანკები თბილისში შევიდოდნენ, დღეს პოლიტიკური სიტუაცია დაახლოებით იგივე იქნებოდა, რაც ივანიშვილის პირობებშია, იდენტური იმისა, რაც დღეს არის. ბალანსი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის"

მისი თქმით, საქართველოში უნდა წარმოიქმნან და გაძლიერდნენ პოლიტიკური სუბიექტები, რომელბიც შექმნიან ნეიტრალურ, პრორუსულ განწყობებს საქართველოში და მომავალში ქვეყანა სწორ გზაზე დადგება.

"მე ვფიქრობ, ასეთი სუბიექტები საქართველოში უკვე ჩნდებიან. დიახ, ეს არ არის ივანიშვილი, ივანიშვილი და ოცნება ეს გარდამავალი სტრუქტურაა, მაგრამ ის ძალიან სასარგებლოა. თუ შევადარებთ ივანიშვილის "ქართული ოცნებისა" და სააკაშვილის გუნდის სტრუქტურას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ქართული ოცნება" ბევრად უკეთესია, ჩემი აზრით. შესაძლოა, ვცდები, მაგრამ სააკაშვილის შემთხვევაში ლაპარაკია რადიკალურ გლობალიზმზე, ოცნების შემთხვევაში კი ლაპარაკია პრაგმატიზმზე, ცენტრიზმზე, ისეთ რამეზე, როგორიც "ედიანია რასიას" სტრუქტურაა", - აცხადებს ის.

დუგინი ქართული ოცნების პოლიტიკას და სტრუქტურას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იყო და ხელს შეუწყობს ახალი ტიპის პოლიტიკოსების გამოჩენას, რომლებთანაც რუსეთი ყველა პრობლემის გადაჭრას შეძლებს.

"მე არ ვარ კმაყოფილი არც ქართული ოცნებით და არც რუსეთის მმართველი პარტიით, მაგრამ ეს უკვე არის რაღაც, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ არც ეს არის საკმარისი, საჭიროა, ახალი პოლიტიკოსები, აუცილებელია საქართველოს და რუსეთის ურთიერთობის შენება სრულიად ახალ პრინციპებზე. ვფიქრობ, ასეთი პოლიტიკოსები საქართველოში გამოჩნდებიან და უკვე ჩნდებიან. ეს პოლიტიკური ფიგურები საქართველოში უკვე ჩნდებიან. სინამდვილეში, გარკვეული აზრით, სწორედ ივანიშვილის მეშვეობით ჩნდება მოთხოვნა ახალი ტიპის პოლიტიკოსებზე, რომლებთან ერთადაც რუსეთი მომავალში გადაჭრის პრობლემას," - დასძინა დუგინმა.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის