USD 2.7064
EUR 3.1321
RUB 3.3255
Tbilisi
ალექსანდრ სტუბი: „1944 წელს ფინეთმა დამოუკიდებლობა შეინარჩუნა, თუმცა ტერიტორიის 10% და ალიანსების არჩევის სუვერენიტეტი დაკარგა
Date:  755

"1944 წელს ფინეთმა შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, თუმცა დაკარგა ტერიტორიის 10% და ალიანსების არჩევის უფლება.

არასდროს ვისურვებდი ამას უკრაინისთვის.

პუტინმა ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწია. ის უკრაინის 4 დღეში აღებას გეგმავდა, თუმცა უკვე გავიდა 4 წელი - მას სურდა, რომ გაეხლიჩა დასავლეთი, რომელიც ახლა უფრო გაერთიანებულია, ვიდრე ოდესმე.

მას ნაკლები NATO-ს ხარჯები უნდოდა, დონალდ ტრამპმა კი ეს ხარჯები 5%-მდე გაზარდა." - ალექსანდერ სტუბი, ფინეთის პრეზიდენტი

economics
2025 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 597 ნებართვა 8 483.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 597 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8 პროცენტით ნაკლები) 8 483.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.0 პროცენტით ნაკლები).

საქსტატის განმარტებით, ნებართვების 70 პროცენტზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 45.3 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 10.8 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 9.8 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 6.7 პროცენტი - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.

„აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 475.2 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7 პროცენტით მეტი) 2 452 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.6 პროცენტით ნაკლები). ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 34.8 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.7 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.6 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 9.1 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე“, - აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way