USD 2.7613
EUR 2.9886
RUB 3.1346
Tbilisi
ალავერდის სამონასტრო კომპლექსზე სტიქიის შედეგად მიყენებული დაზიანებების შესწავლა და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვა გრძელდება
Date:  
არქიტექტორ-რესტავრატორებმა და კონსტრუქტორმა აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ მეუფე დავითთან ერთად დეტალურად განიხილეს ალავერდის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ობიექტების შემდგომი რეაბილიტაციის საკითხები.
 
პარალელურად მიმდინარეობდა მონასტრის ეზოში გადაუდებელი რეაბილიტაციისთვის საჭირო ხარაჩოს დასაწყობების დასკვნითი ეტაპი.
ამ მომენტისთვის სპეციალისტების მონაწილეობით მონასტრის შიდა პერიმეტრზე ხარაჩოს მონტაჟისთვის აუცილებელი მასალის მიტანა - განთავსების პროცესი დასრულებულია. ამასთანავე, იგეგმება ინვენტარული ხარაჩოს მოწყობის I ეტაპის სამუშაოები, რათა საშუალება მიეცეთ რესტავრატორებს, ზუსტად შეაფასონ გუმბათის მდგომარეობა და განსაზღვრონ მომდევნო ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოების რიგითობა და მასშტაბი. სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად ჩასატარებლად, ადგილზე გაიგზავნა 1500 კვ.მ-ის ხარაჩო.
 
ინფორმაციისთვის: ადგილობრივი ეპარქიისა და სააგენტოს წარმომადგენლებთან შეთანხმებით გადაწყდა, უმოკლეს ვადაში ტაძრის ფასადზე მოეწყოს ხარაჩო, რათა სპეციალისტებმა შეძლონ გუმბათზე მუშაობა.
 
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 26 ივნისს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად გაეცნო ალავერდის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას.
 
world
სომხეთში ამერიკელი ჯარისკაცების მონაწილეობით სამხედრო წვრთნები ჩატარდება

სომხეთში ამერიკელი ჯარისკაცების მონაწილეობით სამხედრო წვრთნები ჩატარდება, - ამის შესახებ განცხადებას სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლება Eagle Partner 2024 სომეხი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით სომხეთში 15-24 ივლისს გაიმართება და იგი კონფლიქტის მხარეებს შორის ურთიერთობების სტაბილიზაციის მიზნით, სამშვიდობო ამოცანების შესრულებას ითვალისწინებს.

„საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მოსამზადებლად, სომხურ-ამერიკული ერთობლივი წვრთნები Eagle Partner 2024, სომხეთში 15-დან 24 ივლისამდე გაიმართება. წვრთნებში მონაწილეობას სომხეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბრიგადის სამხედრო პერსონალი, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სახმელეთო ჯარები და კანზასის ეროვნული გვარდია მიიღებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, Eagle Partner-ის პირველი სწავლება სომხეთში 2023 წელს ჩატარდა.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way